როგორ დაეხმარა კოალა სახლის გაყიდვაში უძრავი ქონების აგენტს
როგორ დაეხმარა კოალა სახლის გაყიდვაში უძრავი ქონების აგენტს
ავსტრალიაში მცხოვრებ უძრავი ქონების აგენტს ძალიან გაუმართლა, რადგან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მის დასახმარებლად, არც მეტი არც ნაკლები, კოალა მივიდა.

სტიუარტ კასტელომ, რომელიც ავსტრალიაში უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელია, პოტენციური მყიდველები, ბელეირის (ადელაიდა) რაიონში,  გასაყიდი სახლის დასათვალიერებლად მიიყვანა. მათ უეცრად ეზოში მშვიდად მოსეირნე კოალა შენიშნეს.

"სახლის დათვალიერება დავამთავრეთ, როდესაც აივანზე კოალა შევნიშნეთ. ცხოველი ეზოში გამოვიდა, რამდენიმე წუთი გვიყურებდა, ხოლო შემდეგ ხეზე აცოცდა", - წერს მამაკაცი სოციალურ ქსელში.

კასტელომ ფოტოების გადაღებაც მოასწრო.

Zooclub

მას შემდეგ, რაც გაყიდვების აგენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც
სახლის ფონზე კოალა აღბეჭდა, მას არაერთი ადამიანი შეეხმიანა. ისინი სახლის შეძენის სურვილს გამოთქვამდნენ.

როგორც ჩანს, მათ
დაინახეს რაიონის მთავარი ღირებულება - სიახლოვე ბუნებასთან!

კასტელომ სახლი მალევე გაყიდა, რაც ნაწილობრივ კოალას დამსახურება იყო.

ასევე იხილეთ: 

"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."

"ვცდილობდი, სახლში დაბრუნებულს არ მეხმაურა, რადგან მეშინოდა, მეზობლის ბავშვები არ გამეღვიძებინა..."

დელფინი მყვინთავს მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?