მსახიობ ია ფარულავას მზრუნველობით ცალთვალა კნუტი ქისი თბილისის სასტუმროში დასახლდა
მსახიობ ია ფარულავას მზრუნველობით ცალთვალა კნუტი ქისი თბილისის სასტუმროში დასახლდა
საქართველოში უკვე კარგად ცნობილმა ინტერნეტგვერდმა - ”ფისომოყვარულები” მკითხველს ძალიან სასიამოვნო ამბავი შეატყობინა.

გთავაზობთ უცვლელად:


”გამარჯობა მეგობრებო. ერთი მშვენიერი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ უსახლკარო კნუტისა, რომელიც სასტუმროს ოფიციალური და ყველასათვის მისაღები ბინადარი გახდა.
გაიცანით ფისო ქისი.

ცალთვალა და გაუბედურებული კნუტი დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს სასტუმრო "ქისის" ნომერში, რომელიც სტუმრებმა დატოვეს.

სასტუმროს მეპატრონემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა უსუსურ არსებაზე და სამკურნალოდ მიაბარა შემფარებელს.

ერთთვიანი მზრუნველობისა და მკურნალობის კურსის შემდეგ კნუტმა საცხოვრებლად გადაინაცვლა სასტუმროში, სადაც უკვე პირადი კუთხე და
სახლი ელოდებოდა.

აი, ასეთი ზღაპრული ამბებიც ხდება
ჩვენ ქალაქში. ტანჯვიდან ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯია, თუ მოვინდომებთ. ჩვენ მხოლოდ ბევრი ასეთი ფისოიანი და ძაღლიანი სასტუმრო ან სხვა დაწესებულება შეგვიძლია ვისურვოთ!

მადლობა იას, მადლობა კლინიკა ”ბუნებას” და ქალბატონ მანანას მზრუნველობისთვის.

ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა უსახლკარო ცხოველების მიმართ.”



როგორც ჩვენთვის ცნობილია, მსახიობ ია ფარულავას სახლში ქუჩიდან აყვანილი კატა ჰყავს.

ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ყოველი ასეთი ამბავი კიდევ ერთი დიდი იმედია იმისა, რომ ქვეყანა ამ მხრივ რეალურად იცვლება სიკეთისკენ და ადამიანებში სიყვარული იზრდება.

წყარო


ბესო -s
შენ გაიხარე!!!
valeri-valeri (სრულიად უცნობი მისთვის)
ია ფარულავა არის N 1 ვერავინ ვერ დაჩრდილა,განუმეორებელია თავისი სილამაზით.
ბესო
ია ჯიგარი და კეთილი რომ იყავი ვიცოდი, ეხლა შენ ამ კეთილი საქმით ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებ, მეც მყავს კატა სახლში, და ქუჩის კატები 8. მე მოვიკლებ და ამათ მშიერს არ დავტოვებ, საყვარლები არიან, ია გაიხარე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?