ის დედაა!
ის დედაა!
დედა...
დედა ძაღლები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ...
კიბეების ქვეშ... ნანგრევებში... კუთხეებში...
მათ უსაზღვროდ უყვართ შვილები და სიცოცხლის ფასად იცავენ... ისევე, როგორც - ნებისმიერი სულიერი თავის შვილს! 
ქუჩა...
ქუჩა მკაცრია მათთვის...
ქუჩაში ცხელა ზაფხულში და ისინი საკვებს და წყალს ეძებენ...
ქუჩაში ცივა ზამთარში და შვილების გადასარჩენად სითბოსა და თითო ლუკმა საკვებს ეძებენ!
დედამ რომ შვილს აჭამოს რძე - მან თავად უნდა იკვებოს!
...
ამ ფოტოებზე არის ძაღლი, რომელიც ყველას, ვინც მისი ისტორია იცის - ახსოვს, როგორც გმირი დედა!

დედა, რომელიც საბადურას ტყეში,
ყინვაში, უკაცრიელ ადგილას, მანქანების გზაზე უძრავად იჯდა და ადამიანების წყალობას ელოდა... თითო გადმოგდებული ლუკმა მისი
სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...

მანქანები არ ჩერდებოდნენ...

შარშან ის გზაზე ეკა ქართველიშვილმა შეამჩნია და მანქანა გააჩერა... უბრალოდ დაინახა, გააჩერა, ჩასვა და წამოიყვანა თბილისში... ვერ მიატოვა ძაღლი, რომელიც იმდენად გამხდარი იყო, რომ გრძელ ბეწვშიც კი ძვლები ეტყობოდა...

Zooclub

თბილისში ძაღლი შეიფარეს... აჭამეს და ეს იყო ალბათ პირველი ღამე, როცა მას სითბოში ეძინა თუმცა, არა მშვიდად...

Zooclub

დედის გული...

ძაღლი თვალებით ლაპარაკობს...

Zooclub

მან ბევრი რამე თქვა და მას გაუგეს, რომ პატარა შვილებზე დარდობდა დედა, საბადურას ტყეში დატოვებულ შვილებზე... პატარები... ღუნღულები... მის გარეშე როგორ იქნებოდნენ... რამდენი მტაცებელი ცხოველი და ადამიანი დაეხეტებოდა და ვინ დაიცავდა პაწიებს...
გაუგეს დედას ადამიანებმა და წაიყვანეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადამიანების მოწყალებას პირ-უტყვად ელოდა დედა-ძაღლი...

ჩამოსვეს თუ არა მანქანიდან, გაიქცა დედა.. შვილებისკენ გაიქცა.. მირბოდა და სული ელეოდა... ამ ყინვიანი ღამის გამოვლილებს ცოცხლებს იპოვიდა თუ არა...
იპოვა...

Zooclub

დედამ შვილები იპოვა... სათითაოდ დაყნოსა... ალოკა... თავი მიადო...
_

ეს იყო საოცრად დიდი ბედნიერება!

დედის ბედნიერება! შვილების ბედნიერება! იმ ადამიანების ბედნიერება, ვისაც შეუძლია სიყვარული!!!

Zooclub

Zooclub

Zooclub
_ _ _
ეს დედა ძაღლი ახლა კარგადაა პატრონთან... მისი ლეკვებიც გაჩუქდნენ თბილ ოჯახებში...

Zooclub

Zooclub
_
გარეთ კი სხვა დედები არიან...
გაიხედ-გამოიხედეთ...
მათ დიდი თვალები აქვთ და მათ თვალებში ულევი სიყვარული და ნდობა მოჩანს...
მათი ხსნა - ადამიანია!
მათი ხსნა ჩვენ ვართ!!!!
ახლა სიცივეები მოდის...
ისევ აცივდება და დედები გადაეფარებიან შვილებს.. გავლენ საშოვარზე... ისინი ჩვენს გარეშე ვერ გაძლებენ!!!
მათზე ჩვენ, ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ!
უნდა გამოვუძებნოთ თბილი კუთხე, ვაჭამოთ, ვუშველოთ თუ უჭირთ რამე, დავიცვათ ეს ერთგული დედები და შვილები <3
რადგან
ჩვენ ადამიანები ვართ!
ჩვენი ნდობა შეიძლება!
ჩვენ შეგვიძლია მათი ერთგულება, დაცვა და სიყვარული!


Zooclub

თიო ბეგოიძე
manana
ეკა,შვილო,გაიხარე,ბედნიერებას გისურვებ.
giorgi
გაიხარეთ... ვინც ცხოველს ცუდად ექცევა, არა მგონია, ხალხთან კარგი იყოს.
Nik
გაიხარეთ ყველა კეთილამ ხალხმა, მე პირადად ყოველთვის ვეხმარები უპატრონო ძაღლებს. ეკა გაიხარე სიკეთისთვის!
ანა
გაიხარეთ ასეთი დიდი ადამიანობისთვის და წარმატებებს გისურვებთ ყველა საქმეში! 8 კატა გადავარჩინე და ყველა ჩემთან ცხოვრობს, გარეთ შესაძლებლობისდაგვარად ვკვებავ 5 ძაღლს და კიდევ 6 კატას, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ეზოში ცხოვრობენ . მგონია რომ არცერტი ცხოველი არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე და მითუმეტეს პატარები ))
ნატალია
ადამიანათ თავი შეგიძლია ჩათვალო იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევი უსუსურ და შენზე დამოკიდებულ არსებებს(არსებებში ადამიანებს არ ვგულისხმობ).ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დიდი მადლობა მათ,ვინც გაითავისა ამ საცოდავი დედის პრობლემები.თქვენ გენაცვალეთ მე!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?