პიტბული 3 წლის ბავშვს უყეფდა და აგრესიულად იქცეოდა...
პიტბული 3 წლის ბავშვს უყეფდა და აგრესიულად იქცეოდა...
გააფთრებული პიტბული ცდილობდა 3 წლის ბავშვი მანქანიდან გამოეყვანა. მსგავს ქცევას საყვარელი შინაური ბინადრისგან არავინ ელოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცხოველს ამის მიზეზი ჰქონდა.

როდნეი ბაქონის ოჯახი ცხოვრობს აიდაჰოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის შხამიანი გველი ბინადრობს. ერთ დღეს როდნეი ქუჩაში მანქანიდან საჭირო ნივთების ასაღებად გამოვიდა. მასთან ერთად ეზოში 3 წლის ჰარპერიც გამოიქცა, ხოლო ბავშვს ოჯახის ბინადარი პიტბული ტრეიქი გამოყვა. უეცრად ძაღლი მანქანასთან მიახლოებულ ბავშვს მივარდა, უყეფდა და სახლისკენ ექაჩებოდა. ოჯახის წევრებს ტრეიქის საქციელი ძალიან გაუკვირდათ.

იმ დროს როდნეიმ არ იცოდა, თუ რატომ იქცეო
და
ცხოველი ასე, თუმცა, მან ბავშვი სახლში შეიყვანა. ოჯახში მცხოვრები მეორე შინაური ცხოველი გრეისიც ტრეიკთან გაიქცა და ორივე მანქანის სიახლოვეს აგრესიულად აყეფდა.

Zooclub

როდნი ცხოველებს მიუახლოვდა და გაოგნებული მიწაზე ერთ წერტილს მისჩერებოდა. მან მოგვიანებით შენიშნა, რომ მანქანის გვერდით შხამიანი გველი მოკალათებულიყო.

Zooclub

ძაღლები თავიანთ პატრონებს ქვეწარმავლისგან იცავდნენ. სანამ როდნი ნიჩაბს აიღებდა, გველმა გრეისი დაკბინა.

Zooclub

ძაღლი გაიქცა და რამდენიმე დღის განმავლობაში პატრონები მას ვერსად პოულობდნენ. როდესაც ოჯახს მისი დაბრუნების იმედი ამოეწურა, გრეისი გამოჩნდა, თუმცა, ისტორია ამით არ დამთავრებულა...

აღმოჩნდა, რომ მამაცმა ძაღლმა კიდევ ერთი შხამიანი გველი მოკლა, თუმცა, შეტაკებისას ქვეწარმავალმა თათზე კბენა მოასწრო. პატრონებმა ის სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანეს.

Zooclub

გრეისი ძალიან დაზარალდა, მაგრამ ის გადარჩა.

Zooclub

"მას შეუძლია სუნთქვა, ჭამა, ძილი და ძველებურად კუდის ქიცინით მოსალმება", - ამბობს როდენი.

Zooclub

რთულია იმაზე ფიქრი, თუ რითი დამთავრდებოდა ეს ისტორია, რომ არა ერთგული ძაღლები, რომლებიც მზად არიან, 3 წლის პატრონისთვის თავი გაწირონ.

ასევე იხილეთ:

2 წლის გოგონა დობერმანთან ერთად თამაშობდა.. უეცრად ძაღლმა პატარას ავისმომასწავებლად დაუღრინა...

პატრონმა კნუტის მზერას თვალი გააყოლა... ფეხსაცმელში მოკალათებული არსება ავისმომასწავლებლად იმზირებოდა...

მამაცმა პიტბულებმა ბავშვები შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინეს
დოდო
რა ამაზრზენი შესახედაობა აქვთ ამ ჯიშის ძაღლებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?