თითქმის უსინათლო ნაგაზი ცხვრის ფარაზე ზრუნვას კვლავ აგრძელებს
თითქმის უსინათლო ნაგაზი ცხვრის ფარაზე ზრუნვას კვლავ აგრძელებს
ხუთი წლის ძაღლი კიტი თითქმის დაბრმავდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, უდარაჯოს 210 ცხვარსა და თხებს. კიტი ესპანეთში, ერთ-ერთ მთიან ადგილზე, პატრონთან და ცხვრის ფარასთან ერთად ცხოვრობს. ჭკვიანმა ნაგაზმა ადგილობრივი ძაღლების შეჯიბრში მეხუთე ადგილიც დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის პრობლემა აქვს.

ძაღლის პატრონის ხოსერა გარსიას თქმით, კიტი საკუთარ საქმეს მთელი ენთუზიაზმით ასრულებს. "სხვა ძაღლები საქმის მიმართ შედარებით აპათიურები არიან, მაგრამ კიტის ყოველთვის სურს მუშაობა. ის მართავს ცხვრებს ისე, რომ ოთხი ძაღლი ერთად ვერ შეძლებდა."

კიტის მშობლები მრავალგზის ჩემპიონები იყვნენ. მათ ლეკვებსაც წარმატებულ
მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კიტს არ გაუმართლა. მას თავში ცხენის ჩლიქი მოხვდა და მას შემდეგ ის
ერთი თვალიდან ვერ  ხედავს, ხოლო მეორე თვალიდან ხილვადობა ძალიან მცირე აქვს. გარდა ამისა, ძაღლი ეპილეფსიით იტანჯება. თავიდან შეტევები ერი წუთი გრძელდებოდა, მაგრამ ახლა ოთხ საათამდე გაუხანგრძლივდა.

მიუხედავად ყველაფრისა, კიტი ყოველდღე მწყემსავს საკუთარ ფარას. 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ მწყემს ძაღლს ხშირად ექმნება მხედველობის პრობლემა, მაგრამ გონებრივი განვითარების შემთხვევაშ,ი მათ უადვილდებათ საქმის შესრულება. როგორც ჩანს, კიტიმ მხედველობის კომპენსირება სმენისა და ყნოსვის განვითარებით შეძლო.

ასევე იხილეთ:

მწყემსი ძაღლები ნახირში

ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?