ქალმა ცხოველების თავშესაფარს მიაკითხა და აიყვანა ყველაზე ასაკოვანი ძაღლი, რომელიც არავის სურდა
ქალმა ცხოველების თავშესაფარს მიაკითხა და აიყვანა ყველაზე ასაკოვანი ძაღლი, რომელიც არავის სურდა
როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ძაღლის გადარჩენა სურს, ისინი არ მიდიან ცხოველთა თავშესაფარში იმისთვის, რომ ყველაზე ლამაზი, ფუმფულა და პატარა ბინადარი აიყვანონ.

ცხოველების მოყვარულთა უმეტესობა თავშესაფარს სტუმრობს, რათა აიყვანოს ძაღლი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.  

მელინა ენდრიუსი და ხნიერი ძაღლი ჯეკი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. მელინა ქალაქ საკრამენტოს (კალიფორნიის შტატი) ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრა, რათა აეყვანა ისეთი ძაღლი, რომელიც არავის სურდა.

"ჩვენს თავშესაფარს უსაყვარლესი ქალბატონი ესტუმრა და გვთხოვა ყველაზე ასაკოვანი და რთულად მოსავლელი ძაღლი გვეჩვენებინა,"- წერს სოციალურ ქსელში თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მიუხედავად იმისა, რომ მელინას ძაღლისთვის სიცოცხლის გალამაზება სურდა, მას თავადაც სჭიდებოდა დახმარება. ის ეძებდა შინაურ
ცხოველს, რომელიც მარტოობას შეუმსუბუქებდა და მისთვის ზრუნვის ობიექტი გახდებოდა.

72 წლის მოხუცს ქმარი დაეღუპა, ხოლო შემდეგ - ტერიერის ჯიშის ძაღლი, რომელიც მეუღლის სიკვდილს უმსუბუქებდა.

მელინამ თავშესაფარში ხნიერი ძაღლი ჯეკი გაიცნო. ცხოველს კანის პრობლემები ჰქონდა, ასევე, იტანჯებოდა სიმსივნით, თუმცა, 72 წლის ქალი  ავადმყოფობამ არ შეაშინა და დაუფიქრებლად აიყვანა იგი, რათა 12 წლის ძაღლზე ეზრუნა, რომელსაც არც თუ ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი.

Zooclub

"როდესაც თავშესაფრის თანამშრომლებმა ძაღლების სამყოფელში შემიყვანეს, ორმა ძაღლმა ყურადღება არ მომაქცია, ხოლო ჯეკმა ყეფა დაიწყო და ჩემკენ გამოიქცა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მას ჩემთან ყოფნა სურდა და წამოვიყვანე," - ამბობს მელინა.

ჯეკი მალევე შეეჩვია ახალ პატრონს და თავს კომფორტულად გრძნობს.

Zooclub

"მე აღარ ვარ მარტოსული ადამიანი, ჩემს გვერდით საუკეთესო ოთხფეხა მეგობარია, რომელიც ცხოვრებას მილამაზებს", - ამბობს 72 წლის მოხუცი.

ასევე იხილეთ:

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

ქალმა თავშესაფრიდან მომაკვდავი ძაღლი აიყვანა.. მან პატარას უბედნიერესი დღეები აჩუქა...

თავშესაფრიდან და ქუჩიდან აყვანილი ძაღლები და მათი პირველი დღე პატრონთან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?