"დას ვთხოვდი ჩემი ახალშობილი შვილისთვის ლეკვი არ ეყიდა, მაგრამ მან არ დამიჯერა..."
"დას ვთხოვდი ჩემი ახალშობილი შვილისთვის ლეკვი არ ეყიდა, მაგრამ მან არ დამიჯერა..."
2007 წელს,  "Imgur"-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ დას სთხოვა მისთვის ლეკვი არ ეჩუქებინა, რადგან რამდენიმე კვირაში ბავშვის დაბადებას ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, დამ ფეხმძიმე ქალს არ დაუჯერა და ოჯახში ლაბრადორის ლეკვი მიიყვანა.

ქალი სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ავრცელებდა ცხოველისა და პატარას 
ფოტოებს, სადაც მათი ცხოვრების დეტალები იყო აღწერილი.

მას ვერ წარმოიდგენდა, რომ ძაღლი და ახალშობილი საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ.

Zooclub

პირველი დღიდან შავი ლაბრადორი პატარა გოგონას გვერდიდან არ შორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველი ზოგჯერ მას საკვებს პარავდა, მათი მეგობრობა ყოველდღიურად ძლიერდებოდა. 

Zooclub

როდესაც გოგონა 3 წლის გახდა, მეგობრებს გაუჩნდათ ტრადიცია - ყოველ კვირას ისინი
ერთად უყურებდნენ მულტიპლიკაციურ ფილმებს.

ისინი ერთად მიდიოდნენ სასეირნოდ, თამაშობდნენ, ისვენებდნენ და მეტიც, სკოლაშიც ერთად დადიოდნენ.

Zooclub
Zooclub

წლები გადიოდა, გოგონა იზრდებოდა, ხოლო ძაღლი, სამწუხაროდ, ბერდებოდა, მაგრამ მათ მეგობრობას ეს ხელს არ უშლიდა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შინაური ბინადარი, რომელიც პრინცესას ფორმას იმის გამო იცვამს, რომ თავისი საყვარელი მეგობარი გაამხიარულოს?!

Zooclub
Zooclub

ძაღლს 10 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, მას კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც ვეტერინარებმა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. გოგონას ერთი წამით არ დაუტოვებია მეგობარი.

Zooclub

ბავშვის მზრუნველობამ და სიყვარულმა ცხოველს რთული პერიოდი გადაატანინა. ყველა პატარა იმსახურებს, იზრდებოდეს ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.

Zooclub

ასევე იხილეთ:

როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა

"ერთხელ ტყეში ცხოველმა დახმარება მთხოვა..."

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?