ძაღლი ანიშნებდა პატრონს, აივანზე გაჰყოლოდა... პატარა ფრინველს შველა სჭირდებოდა
ძაღლი  ანიშნებდა პატრონს, აივანზე გაჰყოლოდა... პატარა ფრინველს შველა სჭირდებოდა
ძაღლი თიგუდლი, რომელიც ესპანეთში პატრონთან ერთად ცხოვრობს, ყოველთვის გამოირჩეოდა კეთილი და მგრძნობიარე თვისებებით. ერთ დღეს,  მისი პატრონი კომპიუტერთან მუშაობდა. მას ძაღლისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. ამ დროს კი ცხოველი რაღაცას უცნაურად ანიშნებდა და აივნისკენ ექაჩებოდა.

შინაური ბინადარი აღელვებული იყო და წკმუტუნებდა. მამაკაცი ძაღლს გაჰყვა. თიგუდლი აივანზე გავიდა და პატრონს იატაკზე ცხვირით რაღაცა მიანიშნა. ძაღლის მფლობელმა სათვალის გაკეთების შემდეგ უმოძრაოდ მყოფი ფრინველი აღმოაჩინა.

მამაკაცმა კალათა აიღო და ფრინველს ფრთხილად დააფარა. მას თავიდან ეგონა, რომ პატარა არსება მკვდარი იყო, მაგრამ ფრინველმა მოძრაობა დაიწყო.

ძაღლის პატრონმა, სახელად გუნარმა, ჩიტი სახლში შეიყვანა, საკვები და წყალი დაუდო. გუნარმა ფრინველს ბიბი დაარქვა.

Zooclub

რამდენიმე წუთის შემდეგ ბიბი ოთახში გაფრინდა და ძაღლის ცხვირზე დაჯდა. ასე გაიცნო თიგუდლიმ არსება, რომლის გადარჩენაც მისი დამსახურება იყო. ფრინველი თითქოს ხვდებოდა, თუ ვინ აჩუქა მას სიცოცხლის მეორე შანსი და ძაღლის მიმართ შიშის შეგრძნება არ ჰქონია.

მამაკაცმა გამოცოცხლებული ფრინველის გაშვება გადაწყვიტა, ბიბი აივანზე დაჯდა, თუმცა, გაფრენას არ აპირებდა. ერთ-საათიანი ლოდინის შემდეგ, იგი გუნარმა სახლში დააბრუნა.

Zooclub

"გარეთ ძალიან ციოდა, ამიტომ სახლში დავაბრუნე, რათა ღამე სითბოში ყოფილიყო. მას კალათში ეძინა, ხოლო მეორე დილით ბევრად უკეთ გამოიყურებოდა", - ამბობს ძაღლის პატრონი.

ბიბიმ ოთხფეხა მეგობართან დიდხანს ითამაშა, ხოლო შუადღეს მამაკაცმა იგი კვლავ აივანზე გაიყვანა. ამ ჯერზე ფრინველმა ჟღურტული დაიწყო, თითქოს ემშვიდობებოდა თავის გადამრჩენლებს და გაფრინდა.

Zooclub

"რადენიმე საათის შემდეგ, ძაღლს ვკითხე: სად არის ბიბი? მან ყურადღებით შემომხედა, ხოლო შემდეგ ფანჯრისკენ გაიქცა და ცას გახედა. მან ზუსტად იცოდა, რას ვგულისხმობდი", - ამბობს პატრონი.

Zooclub

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა რკინაზე მიყინული ბეღურა დაიხსნა

მამაკაცი ტალახში გადაეშვა, რათა უმწეო არსება გადაერჩინა

ძაღლის გადარჩენილი პატარა კოლიბრი მას ყველგან თან დაყვება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?