სასაცილო შემთხვევა ზოოპარკში - კლოუნს გორილას ფორმა ჩააცვეს ... მსგავს დასასრულს არავინ ელოდა
სასაცილო შემთხვევა ზოოპარკში - კლოუნს გორილას ფორმა ჩააცვეს ... მსგავს დასასრულს არავინ  ელოდა
კლოუნი რამდენიმე წელი ქუჩაში გამვლელებს ართობდა, თუმცა, მისი სამუშაო მცირე შემოსავლიანი იყო, ამიტომ ადგილი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეარჩია და ბედი იქ სცადა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ხალხი იკრიბებოდა, მაგრამ უეცრად ზოოპარკის მმართველი ჩაერია - მოკიდა კლოუნს ხელი და კაბინეტში ძალით წაიყვანა.

არ შეგეშინდესო უთხრა მას მმართველმა, გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს, ჩვენი გორილა მოკვდა და ეს ფაქტი მნახველების რაოდენობაზეც აისხაო. კარგად გადაგიხდით, თუ გორილას ერთი ან ორი კვირით განასახიერებო.

კლოუნი დათანხმდა და მეორე დღეს, გორილას ფორმაში გამოწყობილი გალიაში მოკალათდა. უკეთესი სამსახური მას არასოდეს ჰქონია -
იძინე რამდენიც გინდა, დააგემოვნე ყველაფერი და იცინე ადამიანებზე, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, შეამჩნია, რომ მისი
გალიის წინ მნახველების რაოდენობა შემცირდა.

ზოოპარკის დამთვალიერებლების უმეტესობას პრიმატზე მეტად, იზიდავდა უზარმაზარი მძვინვარე ვეფხვი, რომელიც გორილას გალიის გვერდით ვოლიერში იყო. კლოუნი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა - იგი გადაძვრა ვეფხვის სახურავზე და მტაცებლის გაბრაზება დაიწყო.

ვეფხვი მძვინვარებდა და ეს მნახველებს მეტად იზიდავდა. ზოოპარკის მმართველმა საქმისადმი ერთგულ  კლოუნ-გორილას ანაზღაურება მოუმატა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე, სანამ ვეფხვის სახურავი არ ჩატყდა და გორილა მტაცებლის სამყოფელში არ აღმოჩნდა.

მაიმუნის ფორმაში გადაცმულმა კლოუნმა უეცრად განწირული ხმა ამოუშვა: "მიშველეთ!!!" ის ზურგით დაეცა და ვეფხვის თათი მის მხართან აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, მან გაიგო მოგუდული ხმა, რომელიც მტაცებლის პირიდან ისმოდა:

"ნუ ყვირი, იდიოტო, თორემ ორივე სამსახურის გარეშე დავრჩებით!"

ასევე იხილეთ:

მეცნიერებისთვის ამოუცნობი ეგზოტიკური ცხოველი

როდესაც მისი ცოლი შვებულებაში მიდის, ეს კაცი თავის კატებთან ერთად შესანიშნავ ვახშამს მართავს

ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს...


mariami
:-)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?