კიდევ ერთი ”თბილისელი ჰაჩიკო” - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
კიდევ ერთი ”თბილისელი ჰაჩიკო” - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
ჩვენ ვცხოვრობთ... ვიძენთ... ვკარგავთ... და სიცოცხლე გრძელდება... ჩვენ ავდივართ სასაფლაოზე, რადგან არ ვივიწყებთ და მერე ამ ტკივილს სადღაც ვმალავთ და ვმოძრაობთ... სულ ვმოძრაობთ...

ცხოველები თავისებურად განიცდიან მოსვლასა და წასვლას... სიცოცხლესა და სიყვარულს... ჩვენ გვიყვარს და საქმე გვაქვს... მათ კი უყვართ და მათი საქმეც - სიყვარულია... სიცოცხლეც, სუნთქვაც, თვალებიც სიყვარულია... უანგარო... მთელი გულით...

ზამთარში თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე ძაღლი შეამჩნიეს მესაფლავეებმა... ნეტავ, აქ რას წევსო. მიუახლოვდნენ საფლავს. მამაკაცის საფლავი იყო, ახალი... იქვე გერმანული ნაგაზი მიწოლილიყო... ფეხის ხმაზე ძაღლმა თვალი გაახილა... ღრმად ამოისუნთქა
და ისევ დახუჭა... მესაფლავეებმა ერთმანეთს გადახედეს...

Zooclub

დარდი აერთიანებს... სევდაა სასაფლაოზე და მესაფლავეებმაც გაიზიარეს ამ საოცარი
არსების დარდი... მას მერე ძაღლი არსად წასულა...

ერთხელაც მისი პატრონის შვილი ამოვიდა... ეფერა... წაიყვანა სახლში... იმ საღამოს ძაღლი ისევ საფლავზე იწვა... თავიდან წაყვა თითქოს, ვალი მოიხადა ოჯახის წინაშე, მათ გამოწვდილ ხელს მოეფერა და... იქ დაბრუნდა, სადაც მის გულს ფეთქვა შეეძლო, რადგან აქ პატრონთან ყველაზე ახლოს იყო...

Zooclub

ეს ძაღლი პატრონს ლეკვობიდან გაუზრდია... ახლა დიდი იყო უკვე, მოხუცი, და ერთხელაც უცებ პატრონმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა... ხალხმა პატრონი აქ მოიყვანა და დატოვა... აქ მისი სურნელი ტრიალებდა, ჰო და სადღა წავიდოდა აბა ძაღლი... იქ რა უნდოდა, სადაც პატრონი არ იყო...

გარდაცვლილის ოჯახი ამოდიოდა ხშირად... ეფრებოდნენ ძაღლს... ტიროდნენ... გულში იკრავდნენ... მერე მესაფლავეებს სთხოვეს და იქვე პატარა სახლი ჩაუდგეს - არ შესცივდესო... ზამთარი იყო და ძალიან ციოდა... მზე რომ იქნებაო - მაშინაც რომ არ დასცხესო...  

Zooclub

რა არის ნეტავ ერთგულება... ალბათ ისაა, როცა არ უშვებს და არ ტოვებს... და სხვა ყველაფერი არაფერია... არაფერია, როდესაც საფლავზე ღამდება... როცა უცხო ძაღლები გარშემო უტრიალებენ ყეფით და ჭიჭყინით... მერე ისინიც ხვდებიან, რომ რაღაც დაუძლეველი და ძლიერი აძლებინებს ამ დიდ და ჭაღარა ნაგაზს ფეხმოუცვლელად ამ ღამეშიც და მას მერე ისინიც ყოველ ღამე მასთან ერთად დარაჯობენ... ერთად მაინც კარგია... ხან ნაგაზი ამ პატარა ცუგებს ვერც ამჩნევს, მაგრამ ეს ”ერთად” მაინც კარგია და... ეს პატარა ჭიჭყინა სასაფლაოს ცუგები მისი დარდის ერთგულები და დარაჯები ხდებიან...

Zooclub

ზამთრის ბოლოსკენ, ვიღაცას 112 გამოუძახია, შეცოდებია, რამე არ მოუვიდესო... მაგრამ რომ მოსულან და გაურკვევიათ სიტუაცია, ხელი არ მოუკიდიათ, რადგან ყველა, მესაფლავეები, ძაღლის ოჯახის წევრები, სასაფლაოს ცუგები, სხვა სასაფლაოზე მოსული ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ ძაღლი სწორედ იქ იყო, სადაც მისი ადგილია და იქიდან რომ წაეყვანათ, ძაღლი ვერ გაძლებდა და დაიღუპებოდა...

საფლავი კი... საფლავი მისი სახლი გახდა... აქ ის ყველას უყვარს, ყველა ეფერება, ყველა აჭმევს, მზეც აქვს, მთვარეც, სახურავიც თავს ზევით... და რაც მთავარია, აქ არის მისი პატრონი! მისი მთელი სიცოცხლე და ოჯახი! ეს საოცარი ერთგული ბებერი ძაღლი თითქოს ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს...


ინფორმაციის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჟურნალისტ თათა ლამბრიანიძეს.


ასევე იხილეთ: "A story of Georgian Hachiko"
გიორგი-ს
ნუ დაიჩემებ მაინცდამაინც რომ ეს ძაღლი ნახე. თბილისში მარტო 3-4 ასეთია სასაფლაოებზე, პარონს რომ დასდევს და ოხრად გამოგდებული გერმანული ნაგაზები აქაიქ სასაფლაოებზე. ამის ისტორია მე ვიცი და ეგრეა როგორც წერია. ამის პატრონები ამოდიან და ნახულობენ უბრალოდ არ მიყვება სახლში. ამი დედავატირე რამეზე რომ წერთ ასე დარწმუნებით რას იქაჩეებით ხოლმე. ეგრევე უნდა ტქვენი შეცდომებით თუ ტყუილებით ჩაახამოთ სიკეთე. ეს აღლი მკვდარ პატრონს ამოყვა და უბლლიან. ამიტომ 112-ს არ გავატანეთ და არც წაიყვანეს რო ახეს რა კარგათ არის. აი მაგ ძაღლს კიდე, თქვენ რომ იცნობთ სხვა ბედი აქვს. ნუ დაიჩემებთ ხოლმე რაღაცეებს. არ ვიცნობდე მაინც ამ ძაღლს
giorgi
ეს დაგლი მე ვნახე პირველად ვიდეოც დავდე მეც მეგონა რო პატრონს დარდობდა მარა გავარკვიე და პატრონს ამოუკვანია და დაუგდია რო დაბერდა დგესაც ავედი და საცჰმელი აუტანე
ლამარა
დიდი მადლობა კეთილი რჩევისთვის.
ლამარა-ს
თქვენით გააჩუქეთ ლეკვები აუცილებლად. ნებისმიერი თავშესაფარი საშინელებაა ძაღებისთვის, მაგრამ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ჭირია და ენტერიტი და ლეკვებს სპობს. იქიდან ბოლო დროს წაყვანილი ლეკვებიდან ბევრი დაავადებული იყო. ეგ ჰაერწვეთოვანით გადადის და ეგრევე ედება. ასე რომ ლეკვებნის იქ მიყვანას არ გირჩევთ. დიდი ძაღლის ჩაბარება კიდევ შეიძლება ოღონდ დროებით, 1 კვირაზე მეტი არა, თორემ იქ კანის დაავადევევს აიკიდებს და ნელნელა ორგანოები დაუზიანდება და დალპება. გადაუღეთ ფოტოები თქვენს ლეკვებს და დადეთ ცხოველთA მოყვარულების და დამცველების ფეისბუქგვერდებზე, ასევე მაიმარკეტზე. ყველგან დადეთ. ელიზბარაშვილის და მუნიციპალური თავშესაფრის გევერდებსაც გაუგზავნეთ მათი ფოტოები და სთხოვეთ დაგიდონ, რომ ჩუქდებიან და მიუთითეთ თქვენი ნომერი, რომ მსურველები დაგიკავშირდნენ. ეცადეთ თავად გააჩუქოთ ლეკვები და არ გაწიროთ. თორემ ხალხმა რომ არ იცის რა ხდება აბარებენ და მშვიდად არიან - ჩაბარებული ლეკვებს 80%-ზე მეტი კი (ისიც თU მაშინვე არ გაჩუქდა, იმ დღესვე) იქ ინფიცირდება და კვდება!!!
ლამარა
ირმას მოპასუხეს! ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, ელიზბარაშვილის თავშესაფარი ცუდია? მე შევიკედლე უპატრონო ძაღლი, რომელსაც მანქანამ დაარტყა, ფეხის ნერვი დაუზიანა და მოსაკვეთი გაუხდა.ოპერაცია გავუკეთე და ახლაც ჩემთან მყავს. 8 ლეკვიც გააჩინა. 5 გავაჩუქე და 3 გოგო დამრჩა. 4 ძაღლის შენახვის საშუალება არ მაქვს და ვიფიქრე, ლეკვები თავშესაფარში ჩამებარებინა. თქვენ არ მირჩევთ, რომ ჩავაბარო? აბა უპატრონოდ როგორ მივატოვო სადმე? მომკლავს მაგათი დარდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?