თოვლში გადახვეული ნაჭერი ეგდო... იქ აღმოჩენილზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა
თოვლში გადახვეული ნაჭერი ეგდო... იქ აღმოჩენილზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა
ბულდოგმა სემიმ არაერთი სულიერი და ფიზიკური ტრავმა მიიღო... თავიდან ის მიატოვა  პატრონმა, რომელსაც 8 წელი ერთგულად ემსახურა. მიზეზი იყო სხვა ქალაქში გადასვლა, სადაც ცხოველის ადგილი არ აღმოჩნდა. ამიტომ ის ეკატერინბურგის ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს, თუმცა, მისთვის აიყვანეს პირადი კურატორი, რომელიც ვალდებული იყო განსაკუთრებით მიეხედა ძაღლისთვის და მის სამომავლო ბედზე ეზრუნა. ამასთანავე, გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც ეწერა, რომ ძაღლს ცხოვრებისთვის უნდა ჰქონოდა საუკეთესო პირობები.

ბულდოგისთვის მოსიყვარულე ოჯახს ეძებდნენ. შერჩევა საკმაოდ მკაცრად მიმდინარეობდა- ხნიერი ძაღლისთვის ყველაზე სანდო პატრონები უნდა ეპოვათ.

"სემის გაჩუქება არ უნდოდათ ახალგაზრდა
ოჯახზე ან ისეთ პატრონზე, ვისაც დაბალი შემოსავალი ჰქონდა - ბულდოგს სწორი და ძვირადღირებული კვება სჭირდებოდა.
საბოლოოდ, კურატორმა არჩევანი შეაჩერა სასიამოვნო ქალბატონ გალინაზე, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. სემის სანდო ხელში გაჩუქება ყველას ძალიან გაგვიხარდა: ხნიერი ძაღლი დარჩენილ წლებს ბედნიერად გაატარებდა", - ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

8 წლის ბულდოგი ახალ ოჯახში გაემგზავრა. მის კურატორს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ცხოველი მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში იცხოვრებდა. მომვლელი ხშირად რეკავდა ახალ პატრონთან და სემის მდგომარეობით ინტერესდებოდა. გალინას პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ყველაფერი კარგადაა, ბავშვებს ის ძალიან უყვართ, ის ჩვენთან ბედნიერია. მიზეზი არ არსებობდა, რომ ყოფილ მომვლელს ახალი მფლობელისთვის არ დაეჯერებინა, რადგან ეს უკანასკნელი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.

სემი რამდენიმე ხნის შემდეგ თოვლში გადაგდებული იპოვეს... ის წყვილმა სეირნობისას შემთხვევით შეამჩნია. ცხოველი პოლიეთილენის პარკში, ხოლო შემდეგ ნაჭერში იყო გახვეული.

Zooclub

წარმოდგენაც კი რთულია, როგორ გამოიყურებოდა საცოდავი ცხოველი. ის იყო გამოფიტული, გამხდარი, სახეზე განვითარებული აბსცესით, ძაღლის თვალებში ჩანდა, რომ ბოლო იმედიც დაკარგული ჰქონდა. მოხალისეები, რომლებმაც შინაური ბინადარი გალინას გადასცეს, საშინელ მდგომარეობაში იყვნენ.

Zooclub

"ძაღლი უბრალოდ გადააგდო. თუ მისი შენახვა და მოვლა არ შეეძლო, უნდა დაერეკა ჩვენთან და აუცილებლად დავიბრუნებდით. როდესაც ამ ამბის შემდეგ გალინას დავურეკეთ, თქვა, რომ ბულდოგს ევთანაზია გაუკეთა, ხოლო შემდეგ გაბრაზებულმა მოგვმართა, რომ ასაკოვანი და პრობლემური ძაღლი მოტყუებით ვაჩუქეთ. მან ყველაფერი იცოდა, სანამ სემს სახლში წაიყვანდა. მაგრამ ავადმყოფ  და ხნიერ ძაღლსაც უნდა მოვლა, ასე როგორ გაიმეტა", - ამბობს ძაღლის კურატორი.

ცხოველთა დამცველებმა ქალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

როგორც ჩანს, მას დაავიწყდა,რომ შინაური ბინადარი დიდი პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ძაღლი მკვდარი ეგონა და გადააგდო, თუმცა, გაურკვეველია, რატომ აქამდე არ შეატყობინა მოხალისეებს, თუ ძაღლი ავადმყოფობდა.

სემი ნელ-ნელა ფორმაში მოდის, ის თითქმის გამოჯანმრთელდა და კვლავ მზრუნველ პატრონს ეძებს. მომვლელებმა კიდევ უფრო გაამკაცრეს მოთხოვნები მომავალი მფლობელის მიმართ იმ იმედით, რომ სემი დარჩენილ ცხოვრებას მზრუნველ ოჯახში გაატარებს.

Zooclub

გაჩუქების შემდეგ ყოველთვის შეამოწმეთ ცხოველი, რადგან ერთი შეხედვით ადამიანს ვერ ამოიცნობთ. არაერთი შინაური ბინადარი გამხდარა სისასტიკის მსხვერპლი "მოსიყვარულე" პატრონის ხელში.

ასევე იხილეთ:

კაცმა თეთრი გერმანული ნაგაზი შუა უდაბნოში გამავალ ტრასაზე ჩამოსვა და წავიდა.. ძაღლი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ პატრონმა ის სასიკვდილოდ გაწირა..

შეშინებული ლაბრადორი, რომელიც პატრონმა მიატოვა, თავშესაფრის ვოლიერის კუთხეში მიყუჟული საკუთარ შარდში იჯდა.. ამ ფოტომ მისი სიცოცხლე იხსნა…

ცხოველთა ორგანიზაციამ იმ ძაღლის მსგავსი სათამაშო შექმნა, რომელიც სისასტიკის მსხვერპლი გახდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?