ერთი ”იმერელი გოგოს” ჩუგოს ამბავი!
ერთი ”იმერელი გოგოს” ჩუგოს ამბავი!
"მე ჩუგო ვარ, ექვსი თვის, გოგო. დავიბადე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მყავდა სამი და და ერთი ძმა. მყავს დედა, ლაბრადორის მეტისი, სახელად თოლია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და კეთილია, იმის გამო, რომ გოგოა, არავის უნდა თქვას, თოლია ჩემი ძაღლიაო. დედაც დაწანწალებს და სოფელში სამადლოდ ყველა აჭმევს. როცა დამაკდა, ყველას ეშინოდა, რომ ვინმეს ეზოში შეძვრებოდა და იქ გაგვაჩენდა. უწყრებოდნენ, წადი, მოგვშორდი თოლიაო, აღარც საჭმელს აჭმევდნენ და დედას ეშინოდა, რომ როცა გაგვაჩენდა რძე არ ექნებოდა. დიდი მუცლით არც ქუჩა-ქუჩა წანწალი შეეძლო. შეგვიფარა ერთმა
მადლიანმა ქალმა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი დაბადების წინა დღეებში მოვიდა ქალაქიდან. შვილი ჰყავს ძაღლებზე გაგიჟებული, საჭმელს
გვიგზავნის, უკვე 6 თვეა. ჩემი სამი და მან გააშვილა, მესმის ხოლმე, რომ ამბობს, სამივე გადასარევ ხელშიაო.

ჩემი ძმა სადღაც, სოფელში წაიყვანეს, ერთი თვის იყო, რახან ბიჭი გახლდათ, არ აცალეს გაზრდა, ჩვენ ზედაც არ გვიყურებდა არავინ, გოგოობის გამო. ჩვენმა მფარველმა ჩემი დები რომ გააშვილა, იმედი ჰქონდა, მეც მალე გამაშვილებდა, მაგრამ აქამდე ვერ მიპოვა ვერავინ. ამასობაში ცუდი ამბავი დამემართა. გული მისკდებოდა დედასთან მოშორების შიშით და სულ მის გვერდით დავკუნტრუშებდი. ერთ დღესაც წანწალს მიჩვეულმა დედაჩემმა გზად გამიყოლა, სადაც ბევრი მანქანა დადიოდა, მე დაბნეულს ერთ-ერთი დამეჯახა, ბარძაყის ძვალი გამიტეხა და დავკოჭლდი, ანუ უკანა, მარჯვენა ფეხს ოდნავ ვადგამ მიწას. მოკლედ, ჯერ იმის გამო მიწუნებდნენ რომ გოგოაო, მერე, უი, დაკოჭლებულაო და...”

_ _ _

პატრონს ელოდება ჩუგო...

ფეხის ოპერაციასაც გაუკეთებენ, აცრებსაც, სტერილიზაციასაც, ყველაფერს, თავად ჩაუყვანენ, სადაც პატრონი გამოუჩნდება, ოღონდ ვინმემ წაიყვანოს სახლში და სითბო და სიყვარული აჩუქოს ამ პატარა გოგოს. მთავარია, ნამდვილად გინდოდეთ თბილი, ალერსიანი, ერთგული მეგობარი, რომელიც ამავე დროს საუკეთესო მცველია.

თუ ვინმე გულიანი ხართ და გინდათ ეს საოცარი ლეკვი, შეეხმიანეთ ახლავე ჩუგოს - ის თქვენ გელით! თავის პატრონს, რომელიც ეყვარება და თავის ოჯახს, რომლის ერთგული იქნება მუდამ!

მათ, ვისაც ეს ცუგა ერთი დანახვით შეგიყვარდათ დარეკეთ - 551150773
ლამარა ბებო
საყვარელო ჩუგო! ძალიან შევწუხდი შენი ამბავი რომ გავიგე, მაგრამ სამწუხაროდ თანაგრძნობის მეტი არაფერი შემიძლია. შენსავით 3 დაწუნებული გოგო დამრჩა გაუჩუქებელი და ახლა ოთხი ძაღლის რჩენა ძალიან მიჭირს. ქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარში დავრეკე,სტერილიზაცია ვითხოვე, და იცით რა მიპასუხეს? თითო ძაღლის ტრანსპორტირება 40 ლარიო. ჩემით მიყვანა თურმე არ შეიძლება. ვართ ასე ღვთის ანაბარად მე და ჩემი 4 უსაყვარლესი ძაღლი. არ იდარდო, კეთილ ადამიანს რა გამოლევს, თუ არა და სადაც ოთხისთვის ვშოულობ საჭმელს, მეხუთესაც არ მოვკლავ შიმშილით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?