"ერთხელ ტყეში ცხოველმა დახმარება მთხოვა..."
"ერთხელ ტყეში ცხოველმა  დახმარება მთხოვა..."
"მინდა, მოგითხროთ ერთი ისტორიის შესახებ, რომელიც ტყეში გადამხდა.

ცხოვრებაში არაერთ უცნაურ ფაქტს შევსწრებივართ, ზოგჯერ ფრინველები და ცხოველები თავად მოდიან ჩვენთან, რათა დავეხმაროთ.  ოთხი წლის წინ, იგივე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

ერთ დღეს ტყეში სოკოს საკრეფად წავედი. ტყის სიღრმეში გადამკვეთ ბილიკს მივუახლოვდი, როდესაც უცნაური ხმები  მომესმა, თითქოს ბავშვი ტიროდა. ხმას გავყევი და უეცრად უზარმაზარი ცხენირემი (ლოსი) წინ გადამეღობა. მე უკან დავიხიე, ვიფიქრე, თავს დამესხმებოდა. ამბობენ, რომ ლოსები ზოგჯერ ძალიან აგრესიულად იქცევიან, თუმცა, ის მხოლოდ იდგა
და მიყურებდა. ცხოველს ისეთი თვალები ჰქონდა... სიტყვით
ვერ გადმოგცემთ.

მე მას ვკითხე "რა გინდა?", მან კიდევ ერთხელ გამოსცა ბავშვის ტირილისმაგვარი ხმა, შებრუნდა და წავიდა. ცხოველმა უკან გამოიხედა, თითქოს თავისკენ მეპატიჟებოდა და  გზა განაგრძო.

ცხენირემმა მიმიყვანა ადგილზე, სადაც მდედრი ლოსი იწვა. მისი უკანა ჩლიქები გაბმული იყო მავთულის მარყუჟში, რომელსაც კურდღლის დასაჭერად იყენებენ. ტყის ბინადარს მოძრაობა არ შეეძლო, მას იმდენად ჰქონდა მავთული შემოხვეული, რომ წარმოუდგენელი მეჩვენებოდა მისი შველა.

რამდენიმე წუთიანი მცდელობის შედეგად, მდედრი ლოსი გავათავისუფლე. ცხვირსახოცი გავხიე და ფრთხილად გადავუჭირე მტკივნეულ ადგილზე. ჩანთაში ცოტა პური მქონდა და დასუსტებულ ცხოველს ვუწილადე. მათ გზა განაგრძეს, ხოლო მე ჩემს გზაზე დავბრუნდი. დამშვიდობებისას, ცხენირემმა კიდევ ერთხელ შემომხედა, თითქოს მადლობას მიხდიდა და ტყის სიღრმეში თავის მეგობართან ერთად გაუჩინარდა.

აი, ასეთი უცნაური ამბავი გადამხდა თავს."
მარი
ძალიან მიყვარხართ, ცხოველთა მოყვარულებო.ღმერთმა დაგლოცოთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?