ძაღლის დღიური კატის დღიურის წინააღმდეგ - სასაცილო ჩანაწერები
ძაღლის დღიური კატის დღიურის წინააღმდეგ - სასაცილო ჩანაწერები
ძაღლის ჩანაწერები:

"8:00 - საკვები! როგორ მიყვარს ეს პროცესი!


9:30 - ვისეირნეთ მანქანით! ძალიან მომწონს!

9:40 დილა - სერინობა პარკში! უბედნიერესი წუთები!

10:30 დილა - მოფერება და ჩახუტება პატრონისგან! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს!

12:00 - ძვლები და სხვადასხვა სასუსნავი! აი, რა არის ჩემთვის დღესასწაული!

13:00 - ვითამაშე ეზოში! მიყვარს მეგობრებთან შეხვედრა!

15:00 - კუდის ქიცინი! მიხარია ყველაფერი!

16:00 - სადილი! რაც შეიძლება მეტი!

19:00-  მე და ჩემი პატრონი ვთამაშობთ ბურთით! მომწონს, როცა პატრონთან ბურთი მიმაქვს!

20:00 - უყურეთ ტელევიზორს!
მიყვარს ფილმები ძაღლების მონაწილეობით!

23:00 - პატრონმა ნება დამრთო, დამეძინა მის საწოლში! დავიძინე ბედნიერმა და
მშვიდად."

კატის ჩანაწერები:

Zooclub

"დღე 987...

ჩემი გამტაცებლები აგრძელებენ ჩემს გაღიზიანებას სხვადასხვა ბრჭყვიალა ლაზერით, ჯოხზე გაკეთებული სათამაშო თაგვებით და ა.შ. ისინი იკვებებიან ხორცით, როდესაც მე და სხვა პატიმრებს გვაძლევენ მშრალ რაღაც უგემურ საკვებს. ამბობენ, რომ ეს კატისთვის სასარგებლოა - მატყუარები. მიუხედავად იმისა, რომ გული მერევა ჩემი საჭმლის დანახვაზე, იძულებული ვარ, მივირთვა, რომ ენერგია მქონდეს. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, გაქცვაა.

იმისათვის, რომ მათში ჩემდამი გაღიზიანება გამოვიწვიო, მოვინადირე თაგვი და ფეხებთან დაუგდე. ვიფიქრე, შეეშინდებოდათ, რადგან ჩემი შესაძლებლობები ნათლად დაინახეს, თუმცა, მათ შემაქეს - "რა კარგი ბიჭია, ჩვენი მონადირეა." საზიზღრები!

დღეს რაღაც შეკრება ჰქონდათ თავისნაირებთნ. ამ დროს სხვა ოთახში ჩამკეტეს, მაგრამ მაინც ვიგრძენი საკვების სუნი. და კიდევ გავიგე, რომ ჩემი გაძევება დაკავშირებული იყო ალერგიასთან. უნდა გავიგო, რას ნიშნავს ეს და როგორ გამოვიყენო ჩემი მიზნებისთვის.

თითქმის მოვახერხე ერთ-ერთი ჩემი გამტაცებლის მოკვლა, როდესაც მის ფეხებთან ვტრიალებდი და წასვლის საშუალებას არ ვაძლევდი. კიდევ უნდა ვცადო, როცა კიბიდან ჩამოსვლას დააპირებს.
დარწმუნებული ვარ, აქ მყოფი დანაჩენი პატიმრები ჩამშვები და პირფერები არიან. ძაღლს განსაკუთრებული პრივილეგიები აქვს. ის ხშირად მიჰყავთ სასეირნოდ და მგონი არც ფიქრობს გაქცევას. ორი რამ მგონია: მას ან სტოკჰოლმის სინდრომი აქვს ან სულელია.
ფრინველი ალბათ ინფორმატორია. ხშირად ვხედავ, როგორ ესაუბრება გამტაცებლებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემს ფეხის ნაბიჯს უყვება. ჩემმა გამტაცებლებმა ამ საზიზღარ ჩიტს გაუკეთეს საიმედო დაცვა და გალია სიმაღლეზე მოათავსეს, ის უსაფრთხოდაა. ნუ, ჯერჯერობით უსაფრთხოდ..."

ასევე იხილეთ:

წერილი ჩემს კატას

6 რამ, რაც რთულია გააკეთო თუ კატასთან ერთად ცხოვრობ

როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?