მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ
მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ
ამბობენ, რომ ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა. ბოლომდე გადაკითხავს შემდეგ  მიხვდებით, რომ დაუჯერებელიც არაფერია.

წარმოიდგინეთ ქალაქის ბოლოს მდებარე სახლი. მამა გვიანობამდე სამსახურშია, დედა მთელი დღე გასულია მაღაზიებში, ბაზარსა და სხვა ადგილებში. სახლში მარტო რჩება 6 წლის პატარა გოგონა.

სწორედ ამის შესახებ შეიტყვეს ადგილობრივმა მძარცველებმა, რომლებმაც ბინის გატეხვა გადაწყვიტეს, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ დამნაშავეები სათანადოდ მზად არ ყოფილან ამ სახლის გასაძარცვად.

როდესაც ჩასაფრებულმა მძარცველებმა შეამჩნიეს, რომ სახლის პატრონები წავიდნენ, მიუახლოვდნენ კარს და საკეტის გახსნას შეუდგნენ, მაგრამ სანამ კარს გააღებდნენ, თავის დაზღვევის მიზნით,
ბინაში ზარი დარეკეს. ბინიდან გოგონას ხმა მოესმათ:

-ვინ არის?
-ფოსტალიონი ვარ. უფროსები სახლში არიან?
-არავინ
არის, მხოლოდ მე და ვასია ვართ.
-რამდენი წლის არის ვასია?
-მე 6 წლის ვარ, ვასია რამდენიმე დღის წინ 3 წლის გახდა.

გახარებულმა მძარცველებმა საკეტი გატეხეს და ბინაში შეიჭრნენ, რაც შემდეგ მოხდა მათ არასოდეს დაავიწყდებათ.

სიბნელიდან დერეფანში გამოვიდა უზარმაზარი ნაგაზი, რომელმაც ერთ-ერთი ქურდი კუთხეში მიიმწყვდია და ქეჩოში კბილები ჩაავლო. მეორე მძარცველი ადგილზე გაშეშდა და გაოცებული უყურებდა ქართულ ნაგაზს. სწორედ ის აღმოჩნდა 3 წლის ვასია.

Zooclub

დამნაშავეები შიშისგან ვერ მოძრაობდნენ, ხოლო ვასია მათ პატრონის მოსვლამდე რამდენიმე საათი დარაჯობდა. მეტიც, სანამ პოლიცია მოვიდოდა ძაღლმა მძარცველებს გაქცევის ნება არ მისცა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა

ნარკოდილერების კუთვნილი ძაღლი პოლიციას თავად ჩაბარდა

როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით

სოფია
ისევ ქართული ნაგაზი თუ გიშველით, მარა ეს ვასია ქართული ხასიათის ბიჭს არ შეეფერება
MRC
რა იდიოტობა წერია,ჯერ 6 წლის ბავშვს ვინ ტოვებს მარტო სახში და მერე კიდე ეს ძაღლია თუ ჯეისონ სტეტჰემი :D
eliso
მე მყავს ქვისა რომელიც ბევრ ადამიანს ჯობია უსიტყვოდ გებულობს რა გვინდა მისგან. დამიბერდა და ახლავე ვჯავრობ ასე მგონია ოჯახის წევრი მეცლება ხელიდან.
gemali
მეც მყავს გასაკუტრებული ზაგლი მარტო ცამს დაცამს
gia
12 წელი მყავდა ქართული ნაგაზი კერძო სახლი მაქვს და ბასარა 3 თვის იყო სახლში რომ მივიყვანე , საქართველოში სამოქალაქო ომის დროს ბასარა მართლაც სასწაულს აკეთებდა ეზოში ღამით არავის არ უშვებდა მთელი ღამე სახლის ირგვლივ დარბოდა ყეფის დროს ისეთ ეხოს გამოცემდა რომ ხალხს შიშისგან ააკანკალებდა , რატომ არ ვიცი მაგრამ არცერთ ყაჩაღმა ტყვია არ ესროლა ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი და ულამაზესი იყო, ბასარა 12 წლის იყო რომ უკანა ფეხები წაერთვა, ნაცნობმა ვეტექიმმა შეეცადა მკორნალობას მაგრამ აზრი არ ქონდა მირჩია ინეკციის გაკეთება დიდი შეცდომა დავუშვი რომ დავთახმდი ბასარა თვალებში მიყურებდა და ალბათ ხდებოდა თუ რატომ მომდიოდა ცრემლები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?