"არა მარტო ჰაჩიკო, მაშკაც ერთგული იყო..."
"არა მარტო ჰაჩიკო, მაშკაც ერთგული იყო..."
"ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული. უბრალოდ მინდოდა მომეყოლა კატის ერთგულებასა და სიყვარულზე პატრონის მიმართ.

ჩემი სოფელი ულამაზესი და მრავალფეროვანია. ტყე, მდინარე, ძველებური პატარა სახლები... იქ ცხოვრობს ძალიან კარგი ხალხი, რომლებსაც მოსავალი მოყავთ და ამით ირჩენენ თავს.

ამავე სოფელში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ყოველთვის მახალისებდა სასაცილო ისტორიებით. ის ჩვენი მეზობელი იყო და თან ბებიასთან მეგობრობდა. როდესაც სტუმრად მოდიოდა, ყოველთვის მის გვერდით ვჯდებოდი, რათა საინტერესო ისტორიები მომესმინა.

ბებიას მეგობარი "უჯიშო" ეზოს კატა მაშკასთან ერთად ცხოვრობდა.

ერთ დღეს ქალი ავად გახდა და ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.
ის მძიმე სენით დაავადდა და დიდხანს იტანჯებოდა. როდესაც მის სანახავად ვინმე მივიდოდა, გამხდარი და გამოფიტული
ქალის საწოლთან ყოველთვის იწვა მოწყენილი კატა.

ქალი გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მაშკას ყოველ დღე ხედავდნენ მის საფლავზე. არაერთი ადამიანი ცდილობდა ცხოველის გამოკვებას, თუმცა, კატა დასუნავდა საკვებს და ზურგით ბრუნდებოდა.

მზიანი დილა იყო, როდესაც სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა შეამჩნია საფლავისკენ მიმავალი გამხდარი და დასუსტებული მაშკა - "ისევ იქ მიდიხარ? საცოდავო!" სწორედ ამ დღეს კატა ქალის საფლავზე უმოძრაოდ იპოვეს. იფიქრეს, რომ ეძინა. დაუძახეს - უშედეგოთ. ერთგული მაშკა მკვდარი ესვენა პატრონის საფლავზე..."

ასევე იხილეთ:

"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი

ხნიერი კატის ფიქრები -"ის იყო მარტო ბოლო წუთებში..."

ვისთვის იღება სამოთხის კარი...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?