6 რამ, რაც რთულია გააკეთო თუ კატასთან ერთად ცხოვრობ
6 რამ, რაც რთულია გააკეთო თუ კატასთან ერთად ცხოვრობ
"უკვე 12 წელია, რაც ჩემს სახლში კატები ცხოვრობენ და ვერ წარმომიდგენია, როგორ ვცხოვრობდი მანამდე მათ გარეშე. მათ ჩემს ცხოვრებაში მოიტანეს უსაზღვრო სიყვარული, ბედნიერება და ხალისი, თუმცა, კატები მხოლოდ ამ მხრივ არ გამოირჩევიან, მათ სახლში შემოაქვთ ქაოსი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელისშემშლელია.

საწოლი

Zooclub

წარმოუდგენლად რთულია საწოლის გასწორება, როცა სახლში რამდენიმე კატა გყავს. დიდ დროს უთმობ საძინებელი ოთახიდან მათ გაძევებას - ვთავაზობ გერმრიელ საკვებს, გავდივარ სხვა ოთახში და ვეძახი, რომ გამოვიყვანო, შემდეგ სწრაფად ვბრუნდები საძინებელში და ვხურავ კარს.

ფეხსაცმელი

Zooclub

კატების უმეტესობა დიდ ინტერესს
გამოხატავს ფეხსაცმლის მიმართ, იმ დროს როცა ვიცვამთ ან ვიხდით. მათ მოსწონთ თასმებთან თამაში, ამიტომ გადავწყვიტე
მეყიდა სპეციალური სათამაშო ჯოხი, რომლის ბოლოშიც პლასტმასის თაგვია მიბმული, რათა ყურადღება მასზე გადაეტანათ.

აბაზანა

Zooclub

კატასთან ერთ სახლში ყოფნა პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრებას გავს. არ მაქვს უფლება, რომ აბაზანაში მარტო შევიდე და ვიბანაო. იმ დროსაც კი, თუ მოვასწარი სააბაზანო ოთახში შესვლა, ჩემი კატა კართან დგას და კნავის, სანამ არ გამოვალ.

მუქი ფერის ტანსაცმელი

Zooclub

ყოველთვის ვცდილობ, სამსახურში თუ სტუმრად, ლამაზად გამოვიყურებოდე, თუმცა, ეს არც თუ ისე იოლია, როცა კატასთან ერთად ცხოვრობ. ვერაფერს ვუხერხებ ბეწვს, რომელიც მუქი ფერის ტანისამოსზე ყოველთვის მემჩნევა.

საკვები

Zooclub

ჩემს კატებს ყოველთვის აქვთ ჯამში მათთვის განკუთვნილი მშრალი საკვები, მაგრამ თუ სამზარეულოსკენ გავალ, ისინი ყოველთვის მომყვებიან შფოთვით, იქცევიან, როგორც უცხოპლანეტელები და მიყურებენ ისეთი თვალებით, თითქოს შიმშილისგან კვდებიან. ძალიან მიჭირს, გავუძლო ამ დრამატულ სცენას. 

სახლის დალაგება

Zooclub

სახლის დალაგება კიდევ ერთი პრობლემაა ჩემს ცხოვრებაში. სანამ კატებს არ გავაძევებ სხვა ოთახში, იმ დრომდე აზრი არ აქვს რამის მოწესრიგებას. ოთახების დასუფთავებისას ისინი ყოველთვის "თავს ესხმიან" იატაკის საწმენდს, ეხვევიან მტვერში და არ ეშვებიან, სანამ მათი ბეწვიც არ დაბინძურდება.

როცა კატა პატრონის მხარზე ან კალთაში იძინებს

Zooclub

ეს ერთ-ერთი მთავარი რამ არის, რაც კატების უმეტესობას ახასიათებს. თუ იგი ჩემს კალთაში ან მხარზე მოკალათდა, ვცდილობ, არ შევაწუხო, სანამ თავად არ მოინდომებს ადგომას.

ალბათ კატის ყველა მფლობელს ეცნო ზევით ჩამოთვლილი სიტუაციები... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი კატები ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან და ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება."

ასევე იხილეთ:

წერილი ჩემს კატას

ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს...

"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."

ნანა
ნამდვილად ასეა, მაგრამ სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. იმდენ სითბოს და სიყვარულს მჩუქნიან, სიბრაზე იმ წამსვე მავიწყდება.
manana-sh
კარგი იყო მომეწონა, ზუსტად ასეა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?