ზალიკო ბერგერი და მისი 10 წლის მეგობარი კუსა
 ზალიკო ბერგერი და მისი 10 წლის მეგობარი კუსა
ალბათ, უკვე არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ბევრი ადამიანისთვის შინაური ცხოველი ოჯახის წევრის ტოლფასია.

მათ რიცხვში არიან საქართველოში ცნობილი ადამიანები. ,,Zooclub’’-მა გადაწყვიტა, წარმოგიდგინოთ რუბრიკა ,,ცნობილი ადამიანები და მათი შინაური ცხოველები“. დღეს ამ რუბრიკის პირველ სტუმარს, დიზაინერ ზალიკო ბერგერსა და მის საყვარელ კატას, ქალბატონ კუსას გაგაცნობთ.

ციმბირული ანგორის ჯიშის კატა, კუსა, უკვე ათი წელია, ბედნიერად ცხოვრობს პატრონთან.

- ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და მინდოდა, რომელიმე მათგანი მყოლოდა, თუმცა, ბავშვობაში ეს სურვილი ვერ ავისრულე. მერე ისე მოხდა, რომ ეს კატა ერთი დღით მოიყვანეს ჩვენთან.
მაშინ ჩვენს კორპუსთან მოშენება კეთდებოდა და ამ კონსტრუქციიდან ჩავარდა, დაშავდა და ამის გამო ცოტა ხნით
დავიტოვეთ. მერე შეგვიყვარდა კიდეც და ასე შეგვრჩა, - იხსენებს ზალიკო ბერგერი.

Zooclub

დიზაინერის თქმით, კუსას აცრები ყოველ წელს უტარდება. რაც შეეხება დაჩიპვას, ის ფიქრობს, რომ მისი საჭიროება არ არის, რადგან ცხოველი გარეთ საერთოდ არ გადის, სულ სახლშია.

Zooclub

- რაიმე განსაკუთრებული თვისება არა აქვს, სძინავს, ერთობა, მოფერება უყვარს, - ამბობს ზალიკო, - დიდი ხანია, რაც სტერილიზაციაც გავუკეთეთ.

Zooclub

ჩვენს კითხვაზე, მისი აზრით, როგორია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, დიზაინერი გვპასუხობს, რომ საქართველოში უყვართ ცხოველები, განსაკუთრებული აქცენტი ძაღლებზე კეთდება.

მისი თქმით, შინაურ ცხოველს ოჯახის წევრებისთვის მეტი ხალისი მოაქვს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ სახლში ბავშვია.

- ის უფრო მეტი სიყვარულით იზრდება, ცხოველზე ზრუნვას, სიყვარულს და მეგობრობას სწავლობს. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით კატის მოყვანას, მაგრამ რომ გაჩნდა ოჯახში, სრულფასოვანი წევრის უფლებები შეიძინა, - ამბობს ზალიკო.

Zooclub

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.
4+1=5
ვაიმეეე ჩემს კუსას გავს. ოღონდ ჩემი 12 წლისაა უკვე მაგრამ ისეთი აქტიური და ცელქი გოგოა სულ არ ეტყობა დაბერება
ნანა
მეც როდესაც შევხედე პირველი რაც გავიფიქრე, ზალიკოსნაირი თვალები აქვს მეთქი.
nia
რა საყვარელი არსებაა და ტვალის ცჰრილიტ ზალიკოს როგორ გავს :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?