"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."
"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."
"ქალაქიდან მოშორებით ვცხოვრობდი, როცა შოტლანდიური ჯიშის კნუტი მაჩუქეს. ის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ეზოში თავისუფლად დაიდოდა და სეირნობდა. მოკლედ, ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ბედნიერად ეცხოვრა. 

1 წლის იყო, როცა შევამჩნიე - დილით საკვებს მიირთმევდა და მთელი დღით იკარგებოდა, ხოლო ღამე ისევ საკვებისთვის ბრუნდებოდა, დაწვებოდა დივანზე და მანიშნებდა მოვფერებოდი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე.

ინტერესი მკლავდა , სად იკარგებოდა მთელი დღით ჩემი კატა, როდესაც სახლში სითბო, მოფერება, მოვლა და კომფორტი არ აკლდა.

ერთ დღეს გადავწყვიტე ჩუმად თან გავყოლოდი.

და აი, რა აღმოვაჩინე...

ჩემი
ვაჟბატონი შინაური ბინადარი რამდენიმე
სახლის მოშორებით მიდიოდა მეზობელთან, სადაც ქონდა საკუთარი საკვები ჯამი და მოწყობილი სახლი რბილი ლეიბით.
როგორც აღმოჩნდა, მას იქ ყოველდღიურად კვებავდნენ, ვარცხნიდნენ, ეთამაშებოდნენ და მეტიც, სახელიც კი დაურქმევიათ, რომელზეც განწყობის მიხედვით რეაგირებდა.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ ცხოველთა მოყვარულ ოჯახს ახლო მომავალში, გადაწყვეტილი ჰქონდა კატა ვეტერინართან წაეყვანათ კასტრაციის ოპერაციის გასაკეთებლად, რათა ღამე აქეთ-იქით არ "ებოდიალა" და აღარ დაკარგულიყო."

ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

უზარმაზარი კატის ორმაგი ცხოვრება

კატები და ძაღლები- 6 განსხვავებული ილუსტრაცია სხვადასხვა სიტუაციაში

ნანა
კატას უყურეთ, რაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?