კუკიაზე ნაპოვნი ჯუჯა პუდელი - ისტორია, რომლის ბედნიერად დასრულებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ!
კუკიაზე ნაპოვნი ჯუჯა პუდელი - ისტორია, რომლის ბედნიერად დასრულებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ!
ჯერ არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს ამბავი...

ერთ საღამოს ბავშვმა დედას უამბო, რომ იქვე, უბანში რაღაც გაბურძგნული და ჭუჭყიანი დარბოდა...

გავრცელდა ხმა... ერთმა გაიგო... მეორემ... მესამე კი, გოგონა, რომელმაც თავისი 3 ძაღლის ისტორიებიდან გამომდინარე, კარგად იცოდა, რა იყო ქუჩის ცხოვრება, ადგა და საძებნელად გაეშურა..

Zooclub

Zooclub
კუკიაზე მეზობლები ამბობდნენ, რომ უკვე 2 წელი "ეს რაღაც" გაბურძგნული და სასტიკად ჭუჭყიანი დარბოდა უპატრონოდ... არავინ იცოდა, საიდან მოვიდა... ზოგი აჭმევდა, ზოგი აგდებდა...

Zooclub

კუკიასთან მართლაც შეეფეთა ეს უცნაური არსება, რომელიც, როგორც ჩანს, ქუჩებისგან დაშინებული მოსწყდა ადგილს და
დაიმალა... გოგონას კიდევ დიდხანს მოუწია ძებნა…
მისი დაჭერა არ აღმოჩნდა ძნელი... ასეთი დაშინებული და მიტოვებული
მაინც ენდო ადამიანებს.

ძაღლი მანქანით პირდაპირ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პატარა გაპარსეს, დაბანეს, შეამოწმეს… აღმოჩნდა, რომ ამ აბრეშუმისბეწვიან პუდელს მარჯვენა წინა თათი ნახევრად ქონდა მოჭრილი, ეს არ ჩანდა მის გრძელ ბეწვში, არც სირბილის დროს უშლიდა ხელს... ის, თუ რატომ დაკარგა პატარამ ფეხის ქვედა ნაწილი, ან როგორ გაძლო ამ ნაზმა არსებამ (პუდელები ძალიან აზიზები არიან) 2 წელი ქუჩაში ყინვაში სამუდამოდ უცნობი დარჩება...

Zooclub

Zooclub

Zooclub
უკვე ორი დღეა პუდელი შემფარებელთან არის და სულ სძინავს და სძინავს… კიდევ რამოდენიმე ხანი დასჭირდება მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, დაისვენოს, დამშვიდდეს, ბოლომდე ენდოს ადამიანებს…

მერე კი…

Zooclub

ეს პატარა 2 წლის წინ ენდო ადამიანს და... სწორედ ამიტომ უკვე ბევრი სიმწარე ნახა.. სახლის ჯიშის უნაზესი ძაღლი - გადაურჩა ქუჩას, ყინვებს... ის იბრძოდა... ამ ბრძოლაში მან დაკარგა ფეხის ნაწილი და არც ამას შეუშლია ხელი სიარულში, სიცოცხლეში... 2 წელი გავიდა... მან გაუძლო და... ისევ ენდო ადამიანს და ახლა უკვე უნდა გავამართლოთ მისი ნდობა! მისი სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ის თავის ახალ პატრონს აჩუქებს!

ეს სილამაზე და საოცრება პატრონს ელოდება! თბილ სახლსა და მასავით მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს, რომელიც აღარასოდეს მიატოვებს და მთელი გულით შეიყვარებს!

ის თქვენ გელოდებათ!



ცნობისთვის: პუდელი ანტიალერგიულია (ანუ მისი ბეწვი არ არის ალერგიული!), ასევე იგი მსოფლიოში უჭკვიანესი ძაღლების ნუსხაში მეორე ადგილზეა...


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
ADMINა
მიმი უკვე დიდი ხანია სავით ახალ პატრონთან, მაკასთან ცხოვრობს ბედნიერად! ის ახლა კონკურსშიც კი იღებს მონაწილეობას! შეგიძლიათ მას მხარი დაუჭიროთ და დათათოთ მისი ფოტო https://zooclub.ambebi.ge/konkursantebi.html
მაკა
უკვე ერთი წელი შეგვისრულდა მე და ამ ფუმფულა არსებას ერთად ცხოვრების.ჩემთან ძინავს და მიზიარებს თავის უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს.♡
მაკა
მიმი.... ის უკვე ჩემთანაა,ამ უსაყვარლესმა ადამიანმა თვითონ ჩამომიყვანა მიმიკო,რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას და მის ოჯახს! ძალიან ჭკვიანი,მხიარული და მოსიყვარულე გოგოა მიმი.სულ ახალ-ახალ საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს.დღეს ჯოხი გადავაგდე,გაიქცა და მომიცუნცულა...არ ველოდი თუ ასეთი რამეები ეცოდინებოდა.ძალიან გაახალისა ჩემი ცხოვრება,ყველას მადლობას გიხდით ჩემი და მიმის სახელით!.... :)
Admin
პუდელი დროებით შემფარებელთანაა. თუ აყვანა გსურთ, დარეკეთ მითითებულ ნომრებზე.
მაკა
აქ მომწერეთ და თუ ჯერაც არ გიპოვიათ მისთვის პატრონი დაგირეკავთ მითითებულ ნომერზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?