ჩვენთანაც ხდება საოცრებები - 12 წლის მიტოვებულმა ნოლამ ყველაზე თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა
ჩვენთანაც ხდება საოცრებები - 12 წლის მიტოვებულმა ნოლამ ყველაზე თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა
ეს ისტორიაც ზღაპარივით შეგვიძლია დავიწყოთ - "იყო და არა იყო რა". ნოლა 12 წლის იყო, როდესაც მის შესახებ ჩვენს ინტერნეტსივრცეში გაიგეს. ბრმა და ბებერი ძაღლი პატრონმა მიატოვა და თავშესაფარში ჩააბარა. მისი დარჩენილი ცხოვრება უკვე მარტოობაში და სიბნელეში გაგრძელდებოდა, რომ არა...

თუ სოციალურ ქსელ ფეისბუქს ესტუმრებით და მაკო მალანიას პროფილს მოინახულებთ, დაუჯერებელი სიკეთის მომსწრე გახდებით. მის გვერდზე ატვირთულია იმ ბრმა პიტბულის ფოტოები, რომელიც მან ძაღლების თავშესაფრიდან აიყვანა.

Zooclub

ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ბრმა პიტბული? მაკოს ასეთი პასუხი აქვს:

"ფეისბუქზე შევედი და
თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის გვერდზე პოსტი ვნახე ძაღლზე,
რომელიც ძალიან ჰგავდა სახით და თვალებით ჩემს როტვეილერს, რომელიც სამწუხაროდ, 12 წლის ასაკში, წლების წინ, მომიკვდა. სახელი რომ წავიკითხე, გავოცდი, იმასაც ნოლა ერქვა. ძალიან შემეცოდა და მომინდა, რომ ამეყვანა. ჩემს ქმარსაც ყოველთვის უნდოდა პიტბული და ზოლებიანი კატა. კატა უკვე გვყავს და ახლა პიტბულიღა გვაკლდა," - ამბობს მაკო.

Zooclub

მისი თქმით, მეუღლესთან ერთად უკვე დიდი ხანია მხოლოდ ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აპირებდნენ ცხოველების აყვანას, ამიტომ ერთი მიზეზიც კი არ რჩებოდა საიმისოდ, რომ ნოლა თავშესაფარში დარჩენილიყო.

Zooclub

"ორი დღე გადაბმულად ეძინა და გვეგონა, რომ მთელი ცხოვრება დეპრესიაში იქნებოდა, მაგრამ მესამე დღეს სულ სხვა ძაღლი გახდა და ახლა ყველანაირად კარგადაა.
ნოლა ძალიან დამეხმარა, იმიტომ, რომ ჩემი როტვეილერის დაკარგვის ფაქტი დღემდე მთრგუნავს და ვერ გადავიტანე ამდენი ხანი. ნოლა ძალიან მიმსუბუქებს უმისობას. ჯერ მარტო მაგ სახელზე რომ ვინმე იხედება, ბევრს ნიშნავს ჩემთვის, "- ამბობს მაკო.

Zooclub

უმძიმესი ფაქტია, როდესაც პატრონი 12 წლის ბრმა ძაღლს ტოვებს თავშესაფარში, სწორედ იმ დროს, როცა ძალაგამოცლილ ცხოველს მეტი ზრუნვა, სითბო და სიყვარული სჭირდება.

საბედნიეროდ, ჩვენთან საქართველოში ამ სიცივეს უამრავი ადამიანის გულისხმიერება და სულიერების დიდი სიყვარული უპირისპირდება! ეს არის სწორედ ჩვენში ადამიანობის გადარჩენა!

უამრავი მიტოვებული, თუ უსახლკარო ცხოველია ჩვენს გარშემო, რომელიც ელის სახლს, პატრონს, სიყვარულს, სითბოს, ზრუნვას! დავეხმაროთ, ავიყვანოთ, ისინი და ამ ცივ სამყაროში უანგაროდ და უსაზღვროდ გაგვათბობენ! გადაგვარჩენენ!
ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის, ერთმანეთის მხარდაჭერითა და სიყვარულით ვცოცხლობთ დედამიწაზე!

Zooclub


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
ქეთევანი
მაიკო ახლოს რომ იყოთ ხელებს დაგიკოცნიდით და თავს დაგიხრიდით მადლიერების ნიშნად! თქვენ და თქვენი მეუღლეც გაგახაროთ და გამრავლოთ უფალმა!
sofo
მაკო, სიტყვები არ მყოფნის... გაიხარეეე
gogishvili tamriko
გულიტ გამიხარდა ნოლას ასეტი კარგი პატრონი რომ ეკოლება...გაიხარეტ და გამრავლდიტ მზიან ქვეკანაზე მაკო მალანია...გფარავდეტ უფალი...მადლობა,რომ ასეტი კეტილი ხარტ
თამუნა
გაიხაროს შენმა მშობელმა ესეთ კეთილშობილ ადამიანად რომ გაგზარდეს.
eka
უმაგრესი გოგო ხარ მაკო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?