ლილია - ძაღლი, რომელმაც ბედნიერება იპოვა...
ლილია - ძაღლი, რომელმაც ბედნიერება იპოვა...
"გამარჯობა, მე "ლილია" ვარ - ასე ჩემმა პატრონმა დამარქვა ადრე. მანამდე სახელი არ მქონდა.
15 წლის ვარ, საკმაოდ დაუძლურებული, ასეთ მდგომარეობაში, მომაკვდავი მიპოვა თათიამ. არ ვიცი, მის სოფელში როგორ აღმოვჩნდი.

მიუხედავად იმის, რომ ძალიან ბინძური ვიყავი გულში ჩახუტებულმა მიმიყვანა სახლში, დედამისმა ჩემს დანახვაზე იტირა, მომეფერა. სამაგიეროდ, მამამ იყვირა "ესღა გვაკლდა, წაიყვანეთ ახლავეო".

თათიამ სახლის გვერდით პატარა თავშესაფარი მომიწყო (იმ სახლში ბევრი კატა და ძაღლი ცხოვრობდა.  კაცი სულ ჩხუბობდა, მრცხვენია, მეზობლები მასხრად გვიგდებენ ამის გამოო). ერთ წელიწადში მოვკეთდი, ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე,
კატები არ მიყვარდა, მაგრამ ისე მივლიდნენ შემრცხვა, რომ არ მიყვარდნენ, მიყვებოდნენ, როგორი კეთილი პატრიონები ჰყავდათ.

ასე, რომ საკმაოდ მოვძლიერდი, მიუხედავად იმისა მოხუცი ვარ, საკამოდ ჯანმრთელი ბეწვი გამიხდა. გუშინ გამთენიისას ორი ლეკვი გავაჩინე, თაკოს დედამ გაიგო და "თავშესაფრიდან" ეზოში, უფრო მყუდრო ადგილას გადამიყვანა. თბილ პლედზე დამაწვინა შვილებთან ერთად და თბილი წვნიანით გამიმასპინძლდა. "მხოლოდ შვილებს მიხედე, არ ადგე არ გააციოო", - მითხრა.

მე ყველაფერი მესმის, ადამიანებს გონიათ, რადგან მათ ენაზე არ ვლაპარაკობთ, არ გვესმის. 15 წლის მანძილზე პირველად ვარ ბედნიერი დედა. თათიას დედა ოთახში შებრუნდა, მითხრა, "ჯერ ადრეა ხუთი საათია ისევ დავიძინებ, თუ რამე გაგიჭირდეს გამაღვიძეო".

მისი შესვლიდან ნახევარი საათი არც იყო გასული, დავინახე, როგორ გაიელვა კარის ჩარჩოსთან გამავალმა სადენებმა და ცეცხლი გაჩნდა. მაშინვე კარს ვეცი და განწირული ყეფა ავტეხე, ხანძარი ძლიერდებოდა, თათია, დედამისი და მამამისი დროულად გამოვიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. თათიას მამამ ბოდიში მომიხადა, ცუდად რომ მიგიღე თავიდანო, მან არ იცის, რომ ჩვენ, ცხოველებს წყენა არ შეგვიძლია, მხოლოდ სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ გთხოვთ ადამიანებო, კარგს თუ ვერ გაგვიკეთებთ, ცუდად მაინც ნუ მოგვექცევით.

მე ახლა უბედნიერესი ვარ, მყავს მოსიყვარულე ოჯახი, ვიცი მოხუცი ვარ, მალე მოვკვდები, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. სითბო, სიმშვიდე და სიყვარული ყველა სულიერის ოცნებაა და მე ეს ოცნება ამიხდა!"



თამო ხარიბეგაშვილი
დიანა
გაიხარე თათია!
ნანა
ეზოში კატაც მყავს და ჯიშიანი ძაღლიც. კატას ოთხი კნუტი ყავდა რამდენიმე დღის. მეზობლის ძაღლი ჩემი ძაღლისგან ლეკვებს ელოდა და არ ვიცი როგორ და რატომ დილით გამოვედი კნუტები უნდა ვნახო და დავინახე ეს ძაღლი მოკუნტული წევს, გვერდით მკვდარი ლეკვი დევს ორი ლეკვი დედასთან მიახლოებას ცდილობს, მაგრამ დედა ყურადღებას არ აქცევს და ჩემი კატის ყუთიდან უცნაური ხმები გამოდის მივედი ყუთს გადავხადე და დავინახე კატა ლოკავს ლეკვს, იმის გარდა ჰთკიდევ ხუთი ყავდა და
სოფია
დალოცვილი იყოს თათიას ოჯახი! ღმერთმა მოგმადლოთ სიკეთის კეთების ნიჭი და შესაძლებლობა სიცოცხლის ბოლომდე
მაშიკო
მე მაშიკო ვარ, მეც ლილიას ოჯახში ვცხოვრობ. წელს, 24 მარტს, ბოროტმა კაცმა დედა მოგვიკლა, მე და ჩემი ძმა კი სანაგვეზე მოგვისროლეს და რომ არა ეს დედა-შვილი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, ამ სახლში მართლა ბევრი ცხოველები არიან, რომ იცოდეთ რა საოცრებები ხდება! არ დაიჯერებთ და ლილია შვილებს კატებს უტოვებს, როცა გადის,ისინიც წამოუწვებიან და ლეკვებს ლოკავენ, სურათებიც კი გადაუღეს ჩემმა პატრონებმა. ერთხელ მეც მივედი, თათით გადავატრიელე, მინდოდა გავთამაშებოდი, მაგრამ ისეთი დღე მაღწიეს ამ ,,საძაგელმა ” კატებმა დღემდე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადავუხადო. ჰო, მართლა, მეზობლები ჩემს გამო სულ ეჩხუბებიან დედა-შვილს, მოაშორეთ თქვენი მაშიკო აქედან, ქურდია, ყველაფერს იპარავსო. ქურდობა რა არის არ ვიცი, მაგრამ ჰო, ჰო, დიდი საქმე ერთი ,,ჩუსტი” და ბურთი თუ ავიღე სათამაშოდ. უცნაურები არიან ადამიანები, დედა-შვილი საოცრად კეთილები არიან, სამაგიეროდ კაცი სულ ჩვენს გამო ჩხუბობს. ამ ზაფხულს ახლად ფეხადგმული პატარა ბავშვი, ანასტასია, წყლის პირას იდგა, მე რომ არა წყალში ჩავარდებოდა, პირი ვტაცე და გადმოვითრიე, მაგრამ ისევ მე გამიბრაზდნენ, ,,ბავშვი შეაშინეო”. კიდევ ერთი ბოროტი კაცი შემოდის ჩვენთან, მე ვგრძნობ რომ ბოროტია და ამიტომ წინდები მოვპარე და დავუხიე. ეხლა წავედი, ლილია მეძახის, თუ ჩემით დაინტერესდებით უამრავ რამეს მოგიყვებით, მიყვარხართ კეთილო ადამიანებო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?