თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს
თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს
ძაღლების ერთგულების შესახებ ცნობილია უამრავი ფაქტი: საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორია სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით...

ისინი ელოდებიან, ეჭიდებიან იმედს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონმა სულ მიატოვა.. მათთვის დრო არაფერია, ისინი განშორების შემდეგ მთელი დარჩენილი სიცოცხლე იმ სითბოს, სიყვარულის, სიმყუდროვის დაბრუნების იმედით ცხოვრობენ, რაც მხოლოდ პატრონთან იყო...

ამბავი, რომელიც სულ ახლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა, ასევე განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება.

ოთო ფანცულაიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ძაღლი ქალბატონის საფლავზე წევს, ძალიან თბილი კომენტ
არი ახლავს: "ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი პატრონის საფლავს რამდენიმე თვეა არ შორდება. აქამდე ასეთი კადრი მხოლოდ ინტერნეტში თუ მქონდა ნანახი. იმდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ
იმედია მალე მე და ეს ძაღლი დავმეგობრდებით".

სასაფლაოებზე სევდა დადის და სიჩუმეა... ერთი ახალგაზრდა იქ თავისი ძვირფასი ადამიანის საფლავს აკითხავდა და უეცრად, ერთ-ერთ საფლავთან ძაღლი შენიშნა... ის მშვიდად იწვა, თითქოს დროს აჩერებდა... ან სულაც აბრუნებდა, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანიც დაებრუნებინა...
მას შემდეგ ოთოს ყოველ მისვლაზე ძაღლისთვის სასუსნავები მიაქვს, ეფერება, ესაუბრება კიდეც...


- მამაჩემი თებერვალში დავკრძალეთ. დაახლოებით ორ კვირაში, ახლოს, ერთი ქალბატონი დაასაფლავეს, სადაც დღეს ის ძაღლი დადის. ყოველი ასვლისას ვხედავდი. გამიჩნდა სურვილი დავახლოვებოდი. დაშინებული იყო. სასაფლაოა, ბევრი ადამიანი დადის და ყველა ერთნაირად არ ექცევა... აღდგომის დღეს ახლოს მივედი, დავუჯექი, ვესაუბრე. თითქოს ესმოდა ჩემი საუბარი, მისმენდა ჭკვიანი თვალებით. მესაფლავეებს ვეკითხებოდი ამ ძაღლის შესახებ. ზუსტი პასუხი ვერავისგან მოვისმინე, არავინ იცოდა, ვისი იყო, საიდან მოვიდა. მერე ერთმა მნახველმა მითხრა, მგონი იმ ქალბატონის ძაღლია, სულ მაგ საფლავთან ვხედავო. ძაღლი რამდენიმეჯერ შევამჩნიე, როგორ იწვა იმ საფლავზე. აი, ასე გადავწყვიტე სურათის გადაღება. დაბეჯითებით ვერ მოგახსენებთ, რომ იქ მართლაც მისი პატრონია დასაფლავებული, მაგრამ დიდი ალბათობით ასე უნდა იყოს. არ ვარ წინააღმდეგი, თუკი ეს ისტორია ამ ცივ სამყაროში ოდნავ სითბოს შემოიტანს და ადამიანებს ცხოვრების ადამიანური წვრილმანების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება.

- ხომ არ იცით, აკითხავს ვინმე ძაღლს? ვინ აჭმევს? რით არსებობს?

- არავინ არ პატრონობს. არადა ძალიან კარგი და კონტაქტური ძაღლია. უმეტესობა ეუხეშება, ეშინიათ, აგდებენ... გუშინ მესაფლავეებს ვესაუბრე. მიპასუხეს - აი, ასე წევსო ამ საფლავზე და იქნებ წაიყვანოს ვინმემო... იგულისხმა, რომ ხელს უშლის მესაფლავეებს... არ აჭმევენ, ცხადია. ძაღლი იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის ეზოში შედის, სადაც კანტი-კუნტად შემომსვლელი ათასში ერთხელ გადაუგდებს ლუკმას.

- რომ თქვით კონტაქტურიაო, როგორ შემოდის კონტაქტში, რაზე რეაგირებს?

- მშვიდ საუბარზე არ გაგირბის, გაჩერდება და გიყურებს. მისი სახის პირდაპირ ვჯდები ხოლმე და ასე ვესაუბრები, როცა მარტო ავდივარ. თავს აწევს და მიყურებს არა იმისთვის, რომ რაღაც სასუსნავი გადავუგდო, არამედ (ასეთი შეგრძნება მაქვს) იმისთვის, რომ ვესაუბრო და მომისმინოს.

- კიდეც შეგეჩვიათ ალბათ...
- შეჩვევაზე ვერაფერს მოგახსენებთ... კვირაში ერთხელ ავდივარ. ამ ხნის განმავლობაში ისევ სასტიკ რეალობაში უწევს ყოფნა და ბუნებრივია, უნდობლობა და შიში მაინც აქვს.

- და თუ შეიჩვიეთ - წაიყვანთ სახლში?
ალბათ ვერ წავიყვან... უკვე გაზრდილი კნუტი მყავს, რომელიც ვერაფრით ეგუება ძაღლებს. მას კი ნამდვილად ვერ შეველევი. თუმცა, დრო გვიჩვენებს, გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით ვურთიერთობთ მე და ეს ძაღლი და ძალიან აზრიან არსებად მიმაჩნია.

- ახლა რამე სახელს ეძახით?
თავიდან ვეძახდი ცუგას. თავიდან საერთოდ არ რეაგირებდა. ახლა უფრო რეაგირებს. ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან. ადრე მყავდა ძაღლი "ბარსა". ცოტაც და ლამის მათემატიკურ ამოცანებს ამოხსნიდა. ვერ ვხვდები, რატომ უყურებენ ადამიანები ძაღლებს, როგორც უბრალოდ ცხოველებს... ბევრი ძაღლი ბევრ ადამიანს სჯობს…


ადამიანი, რომელიც ასეთი ერთგული არსების ტკივილსა და მომავალს შეიგრძნობს, გაუქარვებს დარდს და მას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს - ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც ეს ძაღლი, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე თავის პატრონს ერთგულად ელოდება. ის კონტაქტურია, მოსიყვარულე და საოცრად ერთგული, იმსახურებს ბედნიერებას და ისეთ პატრონს, რომელიც მას უპატრონობას დაავიწყებს.

ხანდახან მხოლოდ გულისტკივილის გამოთქმა არ არის საკმარისი, მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანებს შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ პატარას გადაიტანოს ტკივილი და დაიწყოს ახალი ბედნიერი ცხოვრება - ჩვენთან ერთად ჩვენს სახლში. ეს უერთგულესი არსება ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს იმ პატრონთან ერთად, რომელიც ასევე უერთგულებს და ძალიან შეიყვარებს.

ამ ისტორიას ჯერ არ აქვს დასასრული - მისი კეთილად დასრულება კი ყოველ ჩვენგანს შეუძლია! - თბილისელი "ჰაჩიკო" ახალ მოსიყვარულე პატრონს და თბილ სახლს ელოდება!



ანი ქარჩავა სპეციალურად ZooClub-თვის.
ზ.კალორია
ძაღლი კარგიაო რომ იძახით და არაა სახიფათოო, აბრძანდით გლდანში 10ის მერე და რომელი გადარჩება დაუგლეჯავი მაინტერესებს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ისაა რომ ადამიანი არ მეგულება დედამიწაზე რომლისთვისაც ძაღლს არ ეკბინოს. ჰოდა თქვე კაი ხალხო, ამაზეც იმსჯელეთ რა! არ მიმაჩნია სწორად რომ ძაღლი ჭკვიანია და ესმის ყველაფერი და ა.შ. შენ თუ არ დაუშავე არ გერჩის და მსგავსი პათოსი.
ui
ვაი , ცაცკალი, წაიყვანე სახლში და თუ არ გინდა გააჩუქე, ცოდოა, მოკვდება
nino bebo
ვერ ვიკავებ კიარა ვბგავივარ კიდევ კარგი სახლსჰი მარტო ვარ ალბატ მოკლა ვინმემ გტხოვტ გამაგებინეტ მეც ტუ რამეს სჰეიტყობტ ამ ზაგლზე,მენანება ამატ ზაგლი როგორ უნდა უწოდო ან ცხიველი ესენი უბრალო ცხოველები არ არიან
მაკა
ცრემლებს ვეგარ ვაკავებ....
ADMIN
ბოლო ცნობით, ძაღლი დიდი ხანია არ ჩანს. მას მერე ლეკვი შეეძინა, რომელიც წვეთი წყალივით გავდა მას, ოღონდ ხვადი იყო. იქ დადიოდა, გაიზარდა და შემდეგ ისიც დაიკარგა. არ აჩერებენ სასაფლაოზე ძაღლებს ან ცუდად ექცევიანო...-გვითხრა ოთომ... იმედს ვიტოვებთ, რომ ძაღლი და მისი ლეკვი ვნმემ წაიყვანა და ახლა კარგ ხელშია! თუ კი ოდესმე მის შესახებ გავიგეთ რამე - აუცილებლად შეგატყობინებთ!... დასანანია, რომ მთელი 2 წელი გავიდა ჩვენი პოსტის შემდეგ და გულშემატკივრებში არავინ გამოჩნდა მისი რეალურად მშველელი... სიკეთე არ უნდა გადავდოთ! ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?