error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/ac2dc8c39c7ffc886f7f4bdfe8bd354c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
"ერთად დავძლიოთ მარტოობა" - სტუმრად გლდანის ბავშვთა სახლში
"ერთად დავძლიოთ მარტოობა" - სტუმრად გლდანის ბავშვთა სახლში
"ერთად დავძლიოთ მარტოობა" - ასე შეიძლება დავარქვათ ჩვენს დღევანდელ აქციას. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გლდანის ბავშვთა სახლს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ორი ლეკვი აჩუქა. პატარები მთელი დღის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდნენ ჩვენს მისვლას და ოთხფეხა მეგობრებს ჟრიამულით შეხვდნენ. ყველაზე უმცროსმა - 9 წლის ვალერიმ ლეკვები თავის ოთახში დააბინავა და სიხარულით თვალებგაბრწყინებულმა გამოგვიცხადა, რომ ისინი ამიერიდან ერთად დაიძინებდნენ.

Zooclub

მუნიციპალური თავშესაფრის ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი ჭურღულიამ ბავშვებსა და აღმზრდელებს გააცნო ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, ასევე აუხსნა, რომ მუნიციპალური თავშესაფრის ექიმები სამი თვის შემდეგ ლეკვებს გაუკეთებენ სტერილიაზაცია-კასტრაციის
"article_ads" id="inlineads" style="float:left;width:795px;margin:0px;">
ოპერაციას და ისევ უკან დაუბრუნებენ. ბავშვები გულდასმით უსმენდენ და აცხადებდნენ, რომ მათ აღზრდას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

Zooclub

მარი: " ძალიან მიხარია,სულ მინდოდა მყოლოდა ლეკვი და მასზე მეზრუნა. ახლა უკვე ერთი სული მექნება სკოლიდან როდის მოვალ, რომ მათ ვეთამაშო. ვიცი, ძალიან მივეჩვევი"

Zooclub

Zooclub

ლუკა : " ჩემი ლეკვი შავი იქნება და ეზოში ერთად ვითამაშებთ ხოლმე"
ირაკლი : " ჩვენს მეზობელს ძაღლი ჰყავს და იმას ვეთამაშები ხოლმე. ძალიან ჭკვიანია. მეც მინდოდა, რომ მყოლოდა. ამასაც იმ ძაღლივით გავწვრთნი და ვეთამაშები."

Zooclub

სალომე - აღმზრდელი: "ასეთი აქციები აუცილებელია, რათა ბავშვებს აქედანვე ჩავუნერგოთ ცხოველბის სიყვარული და მათზე ზრუნვა ვასწავლოთ. ისინი პატარაობიდანვე მიეჩვევიან ზრუნვას სხვაზე, აღარ გაუჩნდებათ აგრესია და ეს მათ დაეხმარება, რომ მომავალში სრულფასოვანი და კეთილი ადამიანები ჩამოყალიბდნენ. მათ მეგობრობა და თანადგომა სჭირდებათ. მართლაც, რომ "ერთად დავძლიოთ მარტოობა!"

Zooclub

წამოსვლისას ბავშვებმა თავშესაფრისთვის ნახატები დაგვიხატეს და ბედნიერები დაგვემშვიდობნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც მოვინახულებთ პატარებს და მათ ოთხფეხა მეგობრებს".

Zooclub

Zooclub


მათ ერთმანეთს სიცოცხლე შეუვსეს! ისინი აღარასოდეს იქნებიან მარტო...


იხილეთ სლაიდშოუ

/გამოყენებულია თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს facebook-ზე დადებული მასალა/
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?