error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/88ff921350c21f117f0151147481261c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ უვლიან საქართველოში უნარშეზღუდულ ძაღლებს, რომლებსაც ოჯახის წევრებად თვლიან
როგორ უვლიან საქართველოში უნარშეზღუდულ ძაღლებს, რომლებსაც ოჯახის წევრებად თვლიან
როდესაც სახლში მოგყავს ოთხფეხა მეგობარი, მაშინ საკუთარ თავზე იღებ დიდ პასუხისმგებლობას, შენზეა დამოკიდებული ამ პატარა არსების ცხოვრება, განვითარება, ჯანმრთელობა და სწორი კვება. ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომლისთვისაც აუცილებელია მზრუნველობა და სიყვარული.

ზოგჯერ ხდება შემთხვევები, როდესაც სრულფასოვანი ძაღლი ხდება ინვალიდი. ზოგიერთი პატრონი ამას პრობლემად არ აღიქვამს და ცდილობს მასთან ერთად იბრძლოს, ზოგისთვის კი ზედმეტ " ნივთად იქცევა" ერთგული მეგობარი და მას თავშესაფარში აბარებს.

დღეს ჩვენი რესპოდენტები მოგვითხრობენ საოცარ ისტორიებს, თუ როგორ იბრძოდნენ თავისი ოთხფეხა მეგობრების გადას
არჩენად.


ნანუკა ძირკბილაშვილი: ჩემი ჩერუნა მეგობარმა მაჩუქა.
სხვისთვის იყო განკუთვნილი საჩუქრად, მაგრამ ჩემთან მოხვდა. 1 თვის და ერთი კვირის იყო მაშინ.Zooclub

ჩერუნა არ იყო პირველი ძაღლი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ გამორჩეულად გვიყვარდა. თვითონაც გამორჩეული იყო, არ არსებობდა შენიშვნა დაემსახურებინა, ან რაიმე გაეფუჭებინა სახლში. დედაჩემი უყვარდა განსაკუთრებით. დილით, როგორც კი იღვიძებდა, დედას საწოლთან მირბოდა, დედაჩემი თუ სახლში არ იყო მის ტანსაცმელზე წვებოდა და ელოდებოდა. თუ კი ცუდ ხასიათზე ვიყავი გრძობდა და გვერდიდან არ მშორდებოდა, მუდამ სითბოს აფრქვევდა.

ივლისის ერთ ცხელ დღეს, 3 წლის და 5 თვის ასაკში კუს ტბაზე წავიყვანე. ძალიან ბედნიერი იყო ყველა გაიცნო, ყველასთან სათამაშოდ მიირბინა, თითქოს ყველასთვის უნდოდა ეთქვა თავის სიხარულზე.

2 აგვისტოს შევატყვე, რომ ფეხები ასტკივდა. ექიმთან მივიყვანე იმ დღეს წელს ქვემოთ პარალიჩი განუვითარდა, ანუ წელს ქვემოთ აბსოლუტურად დაკარგა მგრძნობელობა. დაძინებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ვინაიდან ჩერუნას ჩვენი ოჯახის სრულფასოვან წევრად ვთვლიდით. ჩემთვის გაუგებარია მსგავსი რამ. რომელიმე ოჯახის წევს რომ დამართნოდა, ხომ არავინ იფიქრებდა დაძინებას, შესაბამისად გადავწყვიტეთ ბოლომდე გვებრძოლა.

Zooclubდიაგნოზის დასადგენად ტომოგრაფია დასჭირდა. ჩვეულებრივ კლინიკაში, სადაც ადამიანები მკურნალობენ არ შეგვიშვეს ტომოგრაფიაზე, ლიცენზიის ჩამორთმევის შიშით. ქართულ ვეტერინალურ სივრცეებში კი ტომოგრაფია სამწუხაროდ არ არსებობს. მოვიძიეთ რა ხდებოდა საზღვარგარეთ მსგავს შემთხვევებში და ვნახეთ, რომ იქ ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციების მქონე ეტლები, რომელთა ღირებულებაც ქართული რეალობისთვის არც თუ ისე იაფი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეტლი გაგვეკეთებინა. როდესაც ეტლში ჩავსვი რომელიც სპეციალურად მისთვის მისი პარამეტრებით იყო გაკეთებული, ჩერუნას ცნობიერებას თითქოს დაავიწყდა ის რომ არასრულფასოვანი იყო, თავი კვლავ სრულფასოვნად იგრძნო. ამ ეტლით დახტოდა და დარბოდა შეძლებისდაგვარად ჩემი დახმარებით, ქუჩაში ბევრი დაგვცინოდა და ბევრი ასევე აღფრთოვანებით გვხვდებოდა. არ დამავიწყდება შეყვარებული წყვილი, ბიჭმა გოგოს რომ უთხრა ,, ხედავ, არ დააძინაო".

ბევრი ვიბრძოლეთ მე და ჩემმა ჩერუნამ წელიწადი და 6 თვე, მაგრამ ბოლოს ძალიან დამძიმდა მისი მდგომარეობა, მარილები განვითარდა შემდეგ კიდევ რაღაც დარღვევები და საბოლოოდ დავკარგე ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და ძვირფასი მეგობარი.
წავიდა და წაიღო ჩემი გულის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა უდროო დროს. დღემდე მაკლია, მენატრება და ვერასდროს შევივსებ მის დანაკლისს.


ნანუკა და ჩერუნას მეგობრობის ისტორია არის უდიდესი მაგალითი თითოეული ადამიანისთვის, ვინც აპირებს იყოლიოს ძაღლი, ან მსგავს მდგომარეობაშია. იბრძოლეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთის და არასდროს დანებდეთ. მათ ყველაზე მეტად მხოლოდ თქვენ და თქვენი სიყვარული სჭირდებათ.


ჩვენი მეორე რესპოდენტი ქალბატონი გულო ფუტკარაძე გახლავთ ბათუმიდან. რომელიც ყოველდღიურად კვებავს და ეხმარება მიუსაფარ Zooclubცხოველებს, მას არაერთი გადარჩენილი ძაღლი და კატა ჰყავს მიკედლებული და გაჩუქებული.

"სწორედ მაშინ, როდესაც ჩემს მიკედლებულ ცუგებს ვუვლიდი და საშინლად გაციებული ვიყავი, დამიკავშირდა გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნაავარიები ძაღლი ტრასაზე იწვა და ვერ დგებოდა. წყალი და საკვები კი მიაწოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ძაღლის მდგომარეობა მაინც მძიმე არისო. დახმარება Zooclubმთხოვეს და მეც რასაკვირველია უარი ვერ ვუთხარი. როდესაც ვნახე ძაღლი სრულიად პარალიზებული იყო. მადლობა მათ, ვინც საკვებით დაეხმარა ძაღლს, წყლის ჯამი და პურიც ეყარა. ნაჭრებიც დაეფინათ. ცუგა გადავიყვანე ჩემთან, შემდეგ კი კლინიკაში. მისი გადარჩენის იმედი საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. დღეს მას უკვე ეტლი აღარ სჭირდება. მართალია იტკიებს თათებს, მაგრამ ბალახზე ცდილობს სიარულს და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოსდის. ასეთმა დაშავებულმა ძაღლმა რომ გაიარა, ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია და იმედი, რომ უფრო უკეთ გახდება".


ორივე რესპოდენტის ისტორია არის დიდი მეგობრობის და ერთგულების მაგალითი თითორული ჩვენგანისთვის. ადამიანს თავად შეუძლია გმირად იქცეს ამ საოცარი მზურნველობამოკლებული და უნარშეზღუდული ძაღლებისთვის, მთავარია მონდომება და ბრძოლა, როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ. გიყვარდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები და გაუფრთხილდით მათ.


ანი ქარჩავა - სპეციალურად zooclub.ge-თვის

როდესაც სახლში მოგყავს ოთხფეხა მეგობარი, მაშინ საკუთარ თავზე იღებ დიდ პასუხისმგებლობას, შენზეა დამოკიდებული ამ პატარა არსების ცხოვრება, განვითარება, ჯანმრთელობა და სორი კვება.

ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომლისათვის აუცილებელია მზრუნველობა და სიყვარული.

ზოგჯერ ხდება შემთხვევები, როდესაც სრულფასოვანი ძაღლი ხდება ინვალიდი. ზოგიერთი პატრონი ამას პრობლემად არ აღიქვამს და ცდილობს მასთან ერთად იბრძლოს, ზოგისთვის კი ზედმეტ „ ნივთად იქცევა’’ ერთგული მეგობარი და მას თავშესაფარში აბარებს.

დღეს ჩვენი რესპოდენტები მოგვითხრობენ საოცარ ისტორიებს, თუ როგორ იბრძოდნენ თავისი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად.

ნანუკა ძირკბილაშვილი: ჩემი ჩერუნა მეგობარმა მაჩუქა. სხვისთვის იყო განკუთვნილი საჩუქრად, მაგრამ ჩემთან მოხვდა. 1 თვის და ერთი კვირის იყო მაშინ.

ჩერუნა არ იყო პირველი ძაღლი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ გამორჩეულად გვიყვარდა. თვითონაც გამორჩეული იყო, არ არსებობდა შენიშვნა დაემსახურებინა, ან რაიმე გაეფუჭებინა სახლში. დედაჩემი უყვარდა განსაკუთრებით. დილით, როგორც კი იღვიძებდა, დედას საწოლთან მირბოდა, დედაჩემი თუ სახლში არ იყო მის ტანსაცმელზე წვებოდა და ელოდებოდა. თუ კი ცუდ ხასიათზე ვიყავი გრძობდა და გვერდიდან არ მშორდებოდა, მუდამ სითბოს აფრქვევდა.

ივლისის ერთ ცხელ დღეს, 3 წლის და 5 თვის ასაკში კუს ტბაზე წავიყვანე. ძალიან ბედნიერი იყო ყველა გაიცნო, ყველასთან სათამაშოდ მიირბინა, თითქოს ყველასთვის უნდოდა ეთქვა თავის სიხარულზე.

2 აგვისტოს შევატყვე, რომ ფეხები ასტკივდა. ექიმთან მივიყვანე იმ დღეს წელს ქვემოთ პარალიჩი განუვითარდა, ანუ წელს ქვემოთ აბსოლუტურად დაკარგა მგრძნობელობა. დაძინებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ვინაიდან ჩერუნას ჩვენი ოჯახის სრულფასოვან წევრად ვთვლიდით. ჩემთვის გაუგებარია მსგავსი რამ. რომელიმე ოჯახის წევს რომ დამართნოდა, ხომ არავინ იფიქრებდა დაძინებას, შესაბამისად გადავწყვიტეთ ბოლომდე გვებრძოლა.

დიაგნოზის დასადგენად ტომოგრაფია დასჭირდა. ჩვეულებრივ კლინიკაში, სადაც ადამიანები მკურნალობენ არ შეგვიშვეს ტომოგრაფიაზე, ლიცენზიის ჩამორთმევის შიშით. ქართულ ვეტერინალურ სივრცეებში კი ტომოგრაფია სამწუხაროდ არ არსებობს. მოვიძიეთ რა ხდებოდა საზღვარგარეთ მსგავს შემთხვევებში და ვნახეთ, რომ იქ ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციების მქონე ეტლები, რომელთა ღირებულებაც ქართული რეალობისთვის არც თუ ისე იაფი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეტლი გაგვეკეთებინა. როდესაც ეტლში ჩავსვი რომელიც სპეციალურად მისთვის მისი პარამეტრებით იყო გაკეთებული, ჩერუნას ცნობიერებას თითქოს დაავიწყდა ის რომ არასრულფასოვანი იყო, თავი კვლავ სრულფასოვნად იგრძნო. ამ ეტლით დახტოდა და დარბოდა შეძლებისდაგვარად ჩემი დახმარებით, ქუჩაში ბევრი დაგვცინოდა და ბევრი ასევე აღფრთოვანებით გვხვდებოდა. არ დამავიწყდება შეყვარებული წყვილი, ბიჭმა გოგოს რომ უთხრა ,, ხედავ, არ დააძინაო“.

ბევრი ვიბრძოლეთ მე და ჩემმა ჩერუნამ წელიწადი და 6 თვე, მაგრამ ბოლოს ძალიან დამძიმდა მისი მდგომარეობა, მარილები განვითარდა შემდეგ კიდევ რაღაც დარღვევები და საბოლოოდ დავკარგე ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და ძვირფასი მეგობარი.

წავიდა და წაიღო ჩემი გულის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა უდროო დროს. დღემდე მაკლია, მენატრება და ვერასდროს შევივსებ მის დანაკლისს.

ნანუკა და ჩერუნას მეგობრობის ისტორია არის უდიდესი მაგალითი თითოეული ადამიანისთვის, ვინც აპირებს იყოლიოს ძაღლი, ან მსგავს მდგომარეობაშია. იბრძოლეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთის და არასდროს დანებდეთ. მათ ყველაზე მეტად მხოლოდ თქვენ და თქვენი სიყვარული სჭირდებათ.

ჩვენი მეორე რესპოდენტი ქალბატონი გულო ფუტკარაძე გახლავთ ბათუმიდან. რომელიც ყოველდღიურად კვებავს და ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს, მას არაერთი გადარჩენილი ძაღლი და კატა ჰყავს მიკედლებული და გაჩუქებული.

‘’სწორედ მაშინ, როდესაც ჩემს მიკედლებულ ცუგებს ვუვლიდი და საშინლად გაციებული ვიყავი, დამიკავშირდა გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნაავარიები ძაღლი ტრასაზე იწვა და ვერ დგებოდა. წყალი და საკვები კი მიაწოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ძაღლის მდგომარეობა მაინც მძიმე არისო. დახმარება მთხოვეს და მეც რასაკვირველია უარი ვერ ვუთხარი. როდესაც ვნახე ძაღლი სრულიად პარალიზებული იყო. მადლობა მათ, ვინც საკვებით დაეხმარა ძაღლს, წყლის ჯამი და პურიც ეყარა. ნაჭრებიც დაეფინათ. ცუგა გადავიყვანე ჩემთან, შემდეგ კი კლინიკაში. მისი გადარჩენის იმედი საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. დღეს მას უკვე ეტლი აღარ სჭირდება. მართალია იტკიებს თათებს, მაგრამ ბალახზე ცდილობს სიარულს და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოსდის. ასეთმა დაშავებულმა ძაღლმა რომ გაიარა, ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია და იმედი, რომ უფრო უკეთ გახდება’’.

ორივე რესპოდენტის ისტორია არის დიდი მეგობრობის და ერთგულების მაგალითი თითორული ჩვენგანისთვის. ადამიანს თავად შეუძლია გმირად იქცეს ამ საოცარი მზურნველობამოკლებული და უნარშეზღუდული ძაღლებისთვის, მთავარია მონდომება და ბრძოლა, როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ. გიყვარდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები და გაუფრთხილდით მათ.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE
ნანუკა ძირტკბილაშვილი
ჩემი საკონტაქტო ნომერია 577111550
mari
გამარჯობა,თქვენი საკონტაქტო ნომერი მომწერეთ
nino
ძღლი ეს არის უერთგულესი ცხოველი, მეც მოვიყვანე 10 თვის წინ ლეკვი, მიუხედავად უდიდესი პრობლემებისა, რომელიც გავიარეთ 10 თვის მანძილზე გადავლახეთ და დღეს ყველაფერი კარგად არის. ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება, ჩემი ოჯახის მართლაც რომ სრულფასოვანი წევრია. რაც სეეხება ვეტერინარ კაკო რუიძეს, ის უდიდესი პროფესიონალია და სწორად მან გადამირჩინა ჩემი ერთგული მეგობარი...
eto
კაკო რუაძემ ჩაუტარა ოპერაცია კარგი ადამიანი და კარგი ვეტექიმია
eto
მე ჩემს 8 თვის კნუტს გავუკეთე ოპერაცია, მან ნემსი გადაყლაპა ძაფს მიაყოლა,გადარჩა და კარგადაც იყო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?