არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...
არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...
ბავშვების უმეტესობა ხშირად ეხვეწებიან მშობლებს, აჩუქონ პატარა ლეკვი ან კნუტი, ისინი პატარები არიან და ვერ ათვითცნობიერებენ, რამხელა ზრუნვა და მოვლა სჭირდებათ მათ.

არიან მშობლები, რომლებიც შვილს დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულებზე უსრულებენ ოცნებას და პატარა, საყვარელ შინაურ ბინადარს ჩუქნიან. ცხოველს ძალიან გაუმართლებს, თუ ის ბოლომდე მათთან დარჩება, თუმცა, ხშირია გაგდების, თავშესაფარში ჩაბარების ან მობეზრების შემთხვევაში, გაჩუქების ალბათობა.

Zooclub

თხოვნა, არ მიიყვანოთ სახლში შინაური ბინადარი, თუ ბოლომდე არ გაქვთ გათვითცნობიერებული რამხელა პასუხიმგებლობასთან გაქვთ საქმე.

სტატისტიკურად, ცხოველის მიტოვების შემთხვევაში, ხშირია ისეთი არგუმენტები, როგორებიცაა:

საცხოვრებელი ადგილის
შეცვლა;

ცოლ-ქმრის განქორწინება;

ოჯახში ახალშობილი იბადება და თვლიან, რომ ამ დროს ცხოველის ყოლა არ არის
მიზანშეწონილი ( უხშირესი არგუმენტი);

ცხოველის ბეწვზე ალერგიის ქონა;

ოჯახში დროის უქონლობა;

და კიდევ, შესაძლოა, ათასობით მიზეზის მოგონება, როდესაც პატრონს "სათამაშო" ბეზრდება.

ცხოველის მიტოვების მხოლოდ ორი მიზეზი შეიძლება იყოს გამართლებული - პატრონის მძიმე ავადმყოფობა ან პატრონის დაღუპვა. 

ყველა დანარჩენ მიზეზს მხოლოდ უპასუხისმგებლო პატრონი იგონებს.

სანამ ძაღლს ან კატას აიყვანდეთ, კარგად დაფიქრდით და გადახედეთ 10-15 წლის განმავლობაში თქვენი ცხოვრების სამომავლო გეგმებს და მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხეთ: რაც არ უნდა მოხდეს, იქნებოდით თუ არა თქვენს ბინადართან ერთად, როგორც იტყვიან, "ჭირში თუ ლხინში"?

თუ მცირედით მაინც შეგეპარებოდათ ეჭვი, რომ შესაძლოა თქვენი ბინადარი მიგეტოვებინათ, გთხოვთ, ნუ აიყვანთ ცხოველს, მას ხომ დიდი სიყვარული შეუძლია, ბოლომდე ერთგულია და თქვენს გარეშე ის დაიღუპება.

ასევე იხილეთ:

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

სამი სიცოცხლე, სამი გზა, სამი ბედნიერება...

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?