წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"
წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"
ძაღლისა და კატის უცნაური სიყვარული სევდიანად დამთავრდებოდა, რომ არა მათი პატრონები. 
ყოველ დღე ძაღლი თავისი ფანჯრიდან სიყვარულითა და სითბოთი უყურებდა კატას, რომელიც მის წინ მცხოვრები მეზობლის ფანჯარასთან იჯდა. თუმცა, ერთ დღეს კატა აღარ გამოჩნდა და მის მაგივრად იმავე ადგილზე მცენარეები ელაგა. ძაღლი სევდიანი გახდა, საკვებზეც უარს ამბობდა და რამდენიმე დღე მოწყენელი იყო. ის ხშირად მიდიოდა ფანჯრის სიახლოვეს იმ იმედით, რომ კატა ისევ გამოჩნდებოდა, თუმცა, მისი მეგობარი არსად ჩანდა.

ძაღლის დარდს პატრონიც განიცდიდა, ამიტომ ერთ დღეს მან მეზობლის ფანჯარაზე განათავსა ქაღალდი,
სადაც ეწერა: 

"კეთილო მეზობელო, შესაძოა, ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, ჩემი ძაღლი შეყვარებულია თქვენს კატაზე. ჩვენ
თქვენი სახლის პირდაპირ ვცხოვრობთ. რამდენიმე დღეა, თქვენი კატა არ გამოჩენილა, ამიტომ ჩემი ძაღლი ძალიან სევდიანია და განიცდის. უკვე 3 დღეა, ის მოუსვენრად დადის ფანჯრის სიახლოვეს, დაადებს თათს ფანჯრის კიდეს და იყურება თქვენსკენ იმ იმედით, რომ თქვენს კატას ისევ დაინახავს. ჩემი ძაღლი გულგატეხილია თქვენი კატის მოლოდინში. შევამჩნიე, რომ ფანჯარასთან მცენარეები განათავსეთ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ ეს ყვავილები სხვა ადგილზე დაალაგოთ, რომ ჩემმა ძაღლმა ისევ დაინახოს თქვენი კატა.

დიდი პატივისცემით, თქვენი მეზობელი."

მეორე დღეს არც ერთი მცენარე არ იყო ფანჯარასთან და კატა ისევ იმავე ადგილზე იჯდა, ხოლო ფანჯარაზე იყო წარწერა: "ნამდვილი სიყვარულისთვის". გახარებული ძაღლი კვლავ კუდის ქიცინით უყურებდა მეზობლის კატას.

Zooclub

ადამიანები დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გრძონობენ თავისი ბინადრების მიმართ. სწორედ ამის შედეგად, ეს ცხოველები კვლავ კმაყოფილები უმზერენ ერთმანეთს.

ასევე იხილეთ:

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

წერილი ჩემს კატას

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

kola
რა ხალხი ცხოვრობს ხედავთ?სადაა ეგ ქალაქი?
nona
ჩემ ძაღლს ძალიან უყვარს კატები, ეზოში როცა გამყავს ერთი ეზოს კატაა და სულ მას ეთამაშება. კარგი რამ მოუფიქრებია ამ ადამიანს თავისი ძაღლის დასახმარებლად
eka
გადავირიე ეს რა მოვისმინე ცრემლიც კი მომადგა თვალზე მართალს გეუბნებით, მეც მყავს კატა და ძალიან მიყვარს როცა სამსახურში მივდივარ მთელი დღე კართან მელოდება, ჩემთან ძინავს, ძალიან მიყვარს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?