"მე მიყვარს დედა... მე მიყვარს დედა ძალიან... მე მიყვარს დედა ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ძალიან!"
"მე მიყვარს დედა... მე მიყვარს დედა ძალიან... მე მიყვარს დედა ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ძალიან!"
"უკვე ორი წელია ახალ სახლში ვცხოვრობ. ჩემს დედიკოს ნინო ჰქვია, მე კი - ბონი.
დედამ ჩემი ამბავი "facebook"-ით შეიტყო.

მერე მომიყვა, იმ ღამეს თურმე დარდით არ უძინია. მეორე დღესვე ჩამომაკითხა რუსთავში. მე ისეთი ჭუჭყიანი ვიყავი, შემრცხვა, როცა დიდ და სუფთა მანქანაში ჩამსვა.

მთელი გზა თავი არ ამიწევია. თავიდან არ ვენდობოდი, იმიტომ რომ სადღაც მიმიყვანა, ნემსები გამიკეთეს და მატკინეს. რამდენჯერმე ვუკბინე კიდეც, მაგრამ დედა არ მეჩხუბა, პირიქით მომეფერა და გემრიელი საჭმელელი მაჭამა.

ის დღე სულ მემახსოვრება, სახლში რომ მივედი პირველად. იქ
ორი დამხვდა, ზუტად ჩემნაირები, მაგრამ სხვა ფერები. ისინი დაბოღმილები შემხვდნენ. დედამ დამამშვიდა, დამბანა და საწოლში
დამაწვინა.

Zooclub

ის სითბო არასოდეს დამავიწყდება. ის ღამე ჩემთვის სასწაული იყო. თავი სიზმარში მეგონა.

მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. არასოდეს მიგრძვნია, რომ აყვანილი ვარ. მე მიყვარს დედა! მე მიყვარს დედა ძალიან! მე მიყვარს დედა ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ძალიან!"

Zooclub


ბლოგის ავტორი: ნინო ავაზაშვილი




მანანა-შ
გაიხაროს შენმა დედიკომ, არასოდეს ენახოს დაბრკოლება ცხოვრებაში!
liza
თბილისში მართლა ძნელია ძაღლის მოვლა, არ არსებობს სპეციალური სკვერი რომ ცხოველი გაასეირნო, უნდა გააკეთოს მერიამ რამოდენიმე შემოღობილი პარკი სადაც შეხვალ და ძაღლი სავისუფლად ირბენს ყელსაბამის გარეშე სხვა ძაღლებთან ერთად.
badri
ძნელია ძაღლების მოვლა, მაგრამ საყვარლები არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?