მფრინავი კატა
მფრინავი კატა, სახელად ელი. ელის თითქმის ორ მეტრზე შეუძლია ხტომა. სწორედ თავისი ამ ტალანტის წყალობით მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.

ელი მეტისია, ის ორ სხვა კნუტთან ერთად ჩიკაგოს ქუჩაში იპოვნეს. კნუტები ცხოველების მწვრთნელმა სამანტა მარტინმა შეიფარა. ცოტა ხანში სამანტამ შენიშნა, რომ ელის განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდა - მას სხვა კატებზე შორს შეეძლო ხტომა.

სამანტამ მის წვრთნას მიჰყო ხელი და როგორც ხედავთ მსოფლიო რეკორდსმენიც გამოიყვანა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?