zoo
როდესაც სპილოებს უყვარხარ


ტაილანდში სპილოთი ვერავის გაარკვირვებ. ამ ცხოველებს საყოველთაოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში, ასევე მათი დახმარებით ართობენ ტურისტებს, მაგრამ საუბედუროთ მათ ცუდად ეპყრობიან.

დიდი დატვირთვა, ცუდი კვება, ხშირად სასტიკი მოპყრობა სპილოებს აავადებს. 1995 წელს ასეთი ცხოველებისთვის შეიქმნა Elephant Nature Park, სადაც სპილოები ბუნებასთან ძალიან მიახლოებულ პირობებში იმყოფებიან, რაც მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ნახეთ, როგორი სიხარულით ესალმებიან სპილოები პარკის ერთ-ერთ თანამშრომელს. ამ ცხოველებს არა მარტო სხეული აქვთ დიდი ზომის, არამედ დიდი და მოსიყვარულე გულიც.

დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?