10 წლის ოქროს თევზს სიმსივნე ამოკვეთეს. ის კიდევ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს... (+ფოტო)
10 წლის ოქროს თევზს სიმსივნე ამოკვეთეს. ის კიდევ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს... (+ფოტო)
ოქროს თევზს სახელად ჯორჯს, სიმსივნის ამოკვეთის 45 წუთიანი ოპერაცია ჩაუტარდა . ამ რთულ საქმეს ხელი მელბურნის (ავსტრალია) ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა მოჰკიდა.

ოქროს თევზი პატრონებს 10 წელი ჰყავდათ და ძალიან უყვარდათ. როდესაც სიმსივნის შესახებ გაიგეს, მისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს.

ჯორჯს ნარკოზის საერთო დოზა სჭირდებოდა, ამიტომ იგი ანესთეტიკით გაჯერებულ წყალში ჩასვეს.

ოპერაციის შემდეგ ჯორჯი უკვე ჩვეულებრივი წყლით სავსე სათლში მოათავსეს, მისცეს გამაყუჩებელი, რამოდენიმე წუთის შემდეგ იგი უკვე მშვიდად ცურავდა.

ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ჯორჯი სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ექიმების აზრით ის
კიდევ 20 წელიწადს იცხოვრებს ბედნიერად.

იხილეთ ფიტოგალერეა

ასევე იხილეთ

35 წლის ოქროს თევზი
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?