ყველაზე შხამიან თევზს დედამიწაზე ახალი იარაღი აღმოაჩნდა – ბასრი პირი თვალს ქვემოთ
ყველაზე შხამიან თევზს დედამიწაზე ახალი იარაღი აღმოაჩნდა – ბასრი პირი თვალს ქვემოთ
თევზს, რომელსაც თევზი–ქვას უწოდებენ, თვალის ქვემოთ ახალი იარაღი – ბასრი პირი აღმოაჩნდა, რაც კანზასის იხტიოლოგებისთვის საოცარი აღმოჩენაა.

თევზი–ქვა წყნარ და ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს, მას ასევე მეჭეჭიანას (ლათ. Synanceia) უწოდებდნენ. მისი სახელი სრულიად აღწერს თევზის გარეგნობას: იგი დაფარულია ხორცმეტებით, რომელიც ეხმარება, ქვას დაემსგავსოს. მისი გარჩევა მარჯნების გარემოცვაში ძალიან რთულია.

თევზს არ სჭირდება ნადირობა: გრუნტიდან მხოლოდ მისი ფართოთ გაღებული პირი მოჩანს, რომელშიც ზღვის პატარა ზომის ბინადრები თავად შედიან.

Zooclub

მეჭეჭიანას ზურგზე ძალიან შხამიანი ეკლები აქვს. კანზასის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად,
მეჭეჭიანას კიდევ ერთი “იარაღი” აღმოაჩინეს: მის ყბაში ძვლის წანაზარდია, რომელიც ე.წ. საკეცი დანის ფუნქციას ასრულებს.

Zooclub
ბასრი პირი თვალს ქვემოთ" width="693" height="449" />

ბასრი პირი თვალის ქვემოთ არის დამალული. ის რომ გამოუშვან, თევზი იყენებს კუნთს, რომელიც საცრემლე არხზეა მიმაგრებული. ძვალი წინ წამოწევისას აფრთხობს მტერს. აუცილებლობის შემთხვევაში, თევზ–ქვას შეუძლია თავმდამსხმელი ამ “ხმლით” “განგმიროს”.
აღმოჩენაზე საუბრისას მეცნიერები გაოცებას გამოხატავენ იმის შესახებ, თუ რატომ აქამდე არ იქნა შემჩნეული ეს დეტალი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?