საოცრება: რვაფეხა იბადება ”ყვავილიდან”
საოცრება: რვაფეხა იბადება ”ყვავილიდან”
ამერიკულმა საზღვაო გასართობმა და კვლევითმა ცენტრმა აჩვენა, თუ როგორ ჩნდება დედამიწაზე რვაფეხა.

ვირჯინიის შტატში (აშშ) არსებობს ცენტრი Aquarium & Marine Science-ი, სადაც 1200 ზღვის ცხოველის 700 სახეობაზე მეტი ბინადრობს. ცოტა ხნის წინ, ვიდეოზე კარიბის რიფების რვაფეხას დაბადება მოხვდა (ლათ. Octopus briareus).

ამ მოლუსკის სიგრძე დაახლოებით 60 სმ, წონა კი 1.5 კგ-ია. გვხვდება მთელ პლანეტაზე - თბილ წყლებში, მარჯნის კუნძულებზე.

ამ ცხოველების ველურ ბუნებაში დაკვირვება რთულია: ისინი სოროებს მტაცებლების თვალისგან მაქსიმალურად დაფარულ ადგილებში აკეთებენ. სანადიროდ მხოლოდ ღამით გამოდიან და გარდა ამისა, ხშირად
იცვლიან ბინადრობის ადგილს.

რვაფეხების შეწყვილების სეზონი კარიბის კუნძულებთან იანვრიდან იწყება და 2 თვემდე გრძელდება. დეალს შეუძლია დადოს 500 კვერცხამდე, რომლებიც ერთმანეთთან ყვავილისებურად არიან განლაგებულნი. პატარები 50-80 დღეში იბადებიან (დრო წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული: შედარებით თბილ წყალში, ეს უფრო სწრაფად ხდება). 2 კვირაში ახალდაბადებული რვაფეხა უკვე საკმაოდ დიდია.

პატარამ, რომელიც ამერიკულ აკვარიუმში კვერცხების ”ბმულიდან” დაიბადა, მაშინვე შეიცვალა შეფერილობა - გამჭვირვალედან ყავისფერი გახდა და სწრაფად გაცურა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?