შინაური ნიანგი: ამ ოჯახში 200 კილოგრამის წონის მქონე რეპტილია უკვე 20 წელია ცხოვრობს (+ვიდეო)
1997 წელს 41 წლის მუჰამედ აივანმა (ინდონეზია) მხოლოდ 2 დოლარად იყიდა ახალდაბადებული ნიანგი, რომელიც მეთევზეებმა დაიჭირეს.

პატარას კოჯეკი დაარქვა და სახლში წაიყვანა. მას შემდეგ რეპტილია აივანის ოჯახში ცხოვრობს. ამ პერიოდში იგი გაიზარდა და უკვე 200 კილოს იწონის. იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე აუზში ბინადრობს.

”როცა დავინახე თუ როგორ მოყავდათ მეთევზეებს პატარა კოჯაკი, მაშინვე გამოვისყიდე 25 000 რუპიად. ბავშვობაში ბრაზიანი იყო და უკბენია კიდეც თითზე. მაგრამ შემდეგ მივიჩვიეთ. კოჯეკი ცხოველია, მაგრამ მას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა”, - ყვება მუხამედი საყვარელ შინაურ
ბინადარზე.

Zooclub

კოჯაკი ცხოვრობს ოჯახში, სადაც სამი პატარა ბავშვია, მაგრამ მუჰამედი ამტკიცებს, რომ ნიანგი არასოდეს მიაყენებს
მათ ზიანს. მისი თქმით, კოჯეკი სრულიად არ არის აგრესიული. ის ყოველთვის მშვიდია. კეთილი კოჯეკის სანახავად, ადამიანები მთელი ინდონეზიიდან ჩამოდიან. ერთ ტურისტს მისი ყიდვაც კი უნდოდა 74 000 დოლარად, მაგრამ პატრონმა ოჯახის საყვარელი ცხოველი არ გაყიდა. კოჯეკის პოპულარობა გაიზარდა მას შემდეგაც, რაც გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ამ 3-მეტრიანი რეპტილიას ბანაობაა გადაღებული.

Zooclub

”მე მიყვარს რეპტილიები და ვზრუნავ კოჯეკზე. ვფიქრობ, რომ მან მე მამასავით აღმიქვა. მისი მოვლა არ არის რთული: აუზში კვირაში ერთხელ უნდა გამოვუცვალო წყალი, ვუწმენდ კბილებსა და კანს”, - ამბობს მისი პატრონი.

კოჯეკი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ამიტომ არაა გასაკვირი, თუ ის კიდევ წამოიზრდება. მისი სახეობის ზოგი ინდივიდი 6 მეტრსა და 1 ტონას აღწევს. ამიტომ მუჰამედს თავისი შინაური ბინადრისთვის სავარაუდოდ მალე ახალი აუზის აშენება მოუწევს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?