ვეშაპს ადამიანის საუბრის იმიტაცია შეუძლია (+ვიდეო)
ზოგ ცხოველს გაგებული ხმების, მათ შორის ადამიანის საუბრის გამეორება და წარმოთქმაც კი შეუძლია. ამ ნიჭის დემონსტრირება ცოტა ხნის წინ ვეშაპმა მოახდინა.

ვეშაპს საკმაოდ რთული და ადამიანის ყურისთვის უჩვეულო ხმის გამოცემა შეუძლია - წკაპუნით დაწყებული ყვირილით დამთავრებული.

ვეშაპები თავისი ოჯახის ბგერით რეპერტუარს სწავლობენ და ასე ურთიერთობენ. შემდეგ ამას გადასცემენ შთამომავლობას (თითქმის ასევე სწავლობენ ლაპარაკს ადამიანებიც).
ექსპერიმენტის მონაწილე 16 წლის დედალი ვეშაპი, სახელად ვიკი, გახდა. ის ოკეანარიუმ Marineland-ში ცხოვრობს.

მეცნიერები უბრალო სიტყვებს წარმოთქვამდნენ, ვეშაპი კი მათ გამეორებას ცდილობდა. ყველაზე უკეთ მას გამოსდიო
და
სიტყვა ”გამარჯობა” (hello). აი, ”ნახვამდის” (bye-bye) გამოთქმა მას შედარებით გაუჭირდა. ასევე, ვიკიმ შეძლო მგლის ყმუილის და სპილოს ძახილის გამეორება.

ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვეშაპები მხოლოდ ბაძავენ ხმებს, სიტყვების აზრი მათთვის უცნობია. გარდა ამისა, ექსპერიმენტი ტარდებოდა წყლის ზემოთ, ამიტომ უცნობია, რომელი წყალქვეშა ხმის გამეორება შეუძლია ამ ცხოველს.

დელფინარიუმები მოსახერხერხებელია დაკვირვებისთვის და მეცნიერული ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ისინი უკვე აკრძალულია, ხოლო მათი საქმიანობა არაჰუმანურად გამოცხადდა, რამდენადაც ტყვეობაში შეუძლებელია მსხვილი ცხოველებისთვის იდეალური პირობების შექმნა - განსაკუთრებით ვეშაპებისთვის.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?