ვეშაპმა ქალი ზვიგენის თავდასხმისგან იხსნა (+ვიდეო)
ვეშაპმა მკვლევარი ქალბატონი ზვიგენისგან იხსნა. "The Independent"-ის ცნობით, მოცემული ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ინციდენტი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კუკის კუნძულებთან მოხდა. ბიოლოგი ნენ ჰაუზერი ვეშაპის გარშემო დაცურავდა და შეამჩნია, თუ როგორ მიცურდა მათთან სამმეტრიანი ზვიგენი.

ზვიგენის მიახლოებისთანავე, ვეშაპმა ქალის დაცვა დაიწყო და მას ფარფლებით იფარავდა. რაღაც მომენტში ზღვის ძუძუმწოვარმა 63 წლის ჰაუზერი ზურგით ზედაპირზეც კი აიყვანა. ჰაუზერის თქმით, ახლო-მახლო დაცურავდა კიდევ ერთი ვეშაპი, რომელმაც ასევე შეუტია ზვიგენს და გააგდო.

ბიოლოგის აზრით, მომხდარი ამტკიცებს იმას, რომ ვეშაპებს სხვა არსებების დაცვის ინსტინქტი გააჩნიათ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?