მამაკაცმა ცოლზე ზვიგენის თავდასხმა გადაიღო (+ვიდეო)
ევან კეროლმა (აშშ, სამხ. კაროლინა) გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დაესხა მის ცოლს - სარა ილიგს ზვიგენი. წყვილი კარიბის კუნძულებზე თაფლობის თვეს ატარებდა.

გოგონას თქმით, მას თავიდან ეგონა, რომ ქმარი ეხუმრებოდა და ზვიგენი ნამდვილი არ იყო.
”მაგრამ წამებში გავაცნობიერე, რომ მე მართლაც საშინლად მეტკინა. გვერდით გავიხედე და დავინახე ჩემზე დიდი ზომის ზვიგენი, რომელიც ხელზე კბილებით ჩამჭიდებოდა”, - ყვება ლინგი.

გოგონამ ხელის განთავისუფლება ზვიგენის კბილებისგან შეძლო მხოლოდ მაშინ, როცა ცხოველმა ყბები წამით ოდნავ მოადუნა.

”ჩვეულებრივ, ზვიგენები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ
მათი პროვოცირება მოხდა. მაგრამ სანამ მე ვცურავდი, ზვიგენს უდიერად არავინ მოქცევია”, - უკვირს გოგონას.

საბედნიეროდ,
ნაკბენი ღრმა არ აღმოჩნდა. მან იმ დღესვე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი და ხელმომწერებს სთხოვა, ყურების დროს არ გამოერთოთ ხმა, რათა ყველაზე საინტერესო არ გამორჩენოდათ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?