ნიჟარების ჯავშანი: როგორ იცავს რვაფეხა თავს ზვიგენისგან (+ვიდეო)
მტაცებლისგან თავდაცვისას რვაფეხამ იშვიათი გამომგონებლობა გამოიჩინა.

"BBC"-ის ოპერატორის თქმით, თავდაცვის ასეთი სტრატეგია ადრე არასოდეს გადაუღიათ ვიდეოზე.

დოკუმენტური ფილმების ციკლის (Blue Planet) ჩვენებისას ასახულია, თუ როგორ ებრძვის რვაფეხა ზოლიან ზვიგენს (რომლის რაციონში პატარა თევზები, კვერცხები, ჭიაყელები და მოლუსკები შედის). რვაფეხამ საცეცები ზვიგენის ლაყუჩებს წაატანა, რითაც მას სუნთქვის საშუალება არ მისცა. დროებითი უპირატესობით ისარგებლა და მომენტალურად გააკეთა ფარი ქვებისგან და ნიჟარებისგან. სანამ ზვიგენი ცდილობდა ნადავლის დაჭერას, მან უცებ მოიცილა დამცავი ჯავშანი და სწრაფად გაეცალა საშიშროებას.

ეს “შერკინება” მეტად უცნაური იყო და აქამდე
ვიდეოს არასოდეს დაუფიქსირებია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?