პორტუგალიაში “ცოცხალი ნამარხი” დაიჭირეს (+ვიდეო)
პორტუგალიის ზღვისა და ატმოსფეროს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ალგარვეს რაიონის ნაპირებთან ჟაბოებიანი ზვიგენი (Chlamydoselachus anguineus) დაიჭირეს.

თევზი პრეისტორიულ პერიოდს მიეკუთვნება და მისი სიგრძე 1.5 მეტრია. ცოცხალ ნამარხად წოდებული ზვიგენი 700 მ. სიღრმეზე ამა წლის ჯერ კიდევ აგვისტოში იპოვეს. ასეთ თევზს პირში დაახლოებით 300 კბილი ქონდა.

ანალოგიური სახეობის ცხოველი ავსტრალიელმა მეთევზეებმა 2015 წელს დაიჭირეს.

ჟაბოებიანი ზვიგენი ატლანტისა და წყნარი ოკეანის ტროპიკულ და ზომიერ წყლებში 600-1000 მეტრის სიღრმეში ბინადრობს. მათი კვების ძირითად რაციონს კალმარი შეადგენს.

ადამიანისთვის თევზი საშიშროებას არ წარმოადგენს.

მოცემული სახეობა 80 მილიონი
წლის წინ გაჩნდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?