მყვინთავმა, რომელიც ზვიგენს გაექცა, 7.5 კილომეტრი იცურა...
მყვინთავმა, რომელიც ზვიგენს გაექცა, 7.5 კილომეტრი იცურა...
შარკის ყურეში (ამ ყურეს ზვიგენების ყურესაც უწოდებენ) ნავის გარეშე დარჩენილმა მყვინთავმა ჯონ კრეიგმა შემთხვევით ზვიგენის ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც მან 7.5 კილომეტრი იცურა, რომ ნაპირისთვის მიეღწია.

34 წლის მამაკაცის თქმით, წყალქვეშა თევზაობის დროს, მისი ჰარპუნი ქვებს გამოედო. მის გათავისუფლებას დრო დასჭირდა, ნავი კი მეწყვილესთან ერთად ამ დროს დინებამ შორს წაიღო. კრეიგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა მეწყვილის ყურადღება მიექცია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნავის ძრავას პრობლემა შეექმნა.

”ჩავყვინთე, რათა შემემოწმებინა, იგივე ადგილზე ვიყავი თუ არა. უეცრად ერთი გაწოდებული ხელის მანძილზე უზარმაზარი, 4-მეტრიანი
ვეფხისებრი ზვიგენი დავინახე", - ყვება მყვინთავი, - "თევზი გარშემო დაცურავდა, ახლოს მოდიოდა. ცდილობდა გაერკვია, გამოვადგებოდი
თუ არა საკვებად."

კრეიგი ზვიგენს ჰატპუნით აფრთხობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ნელ-ნელა ნაპირისკენ გაეცურა.

”ვფიქრობდი, რომ ეს დასასრულია - ნაპირისკენ 7 კილომეტრი გაცურო მაშინ, როდესაც უკან ვეფხისებრი ზვიგენი მოგსდევს", - აღნიშნა მან.

თუმცა, მას გაუმართლა და რამდენიმე ხნის შემდეგ თევზმა მისი დევნა შეწყვიტა. შედეგად, მამაკაცმა 3-საათიანი ცურვის შემდეგ ნაპირს მიაღწია. ის შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოძრაობდა, რომ სხვა მტაცებლების ყურადღება არ მიექცია.

"როდესაც ნაპირს მივაღწიე, გადაღლილი ვიყავი. ძლივს ვიდექი ფეხზე, ფეხები ძალიან მტკიოდა”, - ამბობს მყვინთავი.

Zooclub

როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში ყურეში უკვე მისი ძებნა იყო დაწყებული. ძებნაში თვითმფრინავიც ჩაერთო. სწორედ მფრინავმა აღმოაჩინა კრეიგი, ოღონდ უკვე ხმელეთზე.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ ადრე ყურეში მყვინთავ-ინსტრუქტორად მუშაობდა, ეს მისთვის ნაცნობი ადგილები იყო და ამიტომ ზვიგენთან შეხვედრისას დიდი შოკი არ განუცდია.

ყურეში ზვიგენის 10 სახეობაზე მეტი ბინადრობს, მათ შორის არიან ვეფხისებრი ზვიგენები, რომლებიც ადამიანებისთვის საკმაო საფრთხეს წარმოადგენენ. მათი მაქსიმალური სიგრძე 4.25 მ., ხოლო წონა 635 კგ-ს აღწევს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?