ოთხმეტრიანმა ზვიგენმა გოგონა ჰაერში ააგდო და...
ოთხმეტრიანმა ზვიგენმა გოგონა ჰაერში ააგდო და...
დიდი თეთრი ზვიგენი თავს დაესხა გოგონას, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ნორმანვილის სანაპიროზე ოჯახთან ერთად ისვენებდა.

გამოცემა "The Guardian"-ის ცნობით, მტაცებელმა თევზმა 15 წლის სარა უილიამსზე იერეიში მაშინ მიიტანა, როდესაც ის ნავიდან კალმარის დაჭერას ცდილობდა.

”მოულოდნელად, ქვემოდან მოცურდა ზვიგენი. ნავს ცხვირით დაეჯახა და სარა ნავთან ერთად ჰაერში აისროლა”, - ყვება გოგონას მამა კრის უილიამსი, რომელიც ვაჟთან ერთად მოტორიან ნავზე, გოგონასგან სულ რაღაც 30 მეტრში დაცურავდა.

გოგონა წყალში ჩავარდა და მალევე უკან, ნავზე ასვლა სცადა. მამამ მოტორი ჩართო და მისკენ გაემართა, ძმამ კი ის
წყლიდან ამოიყვანა.

კრის უილიამსის სიტყვებით, კიდევ 10 წამი და სარა ცოცხალი აღარ იქნებოდა.

ამის შემდეგ
ისინი ნაპირისკენ გაცურდნენ. ზვიგენი ნავის გარშემო აგრძელებდა ცურვას მანამ, სანამ მათ ნაპირს არ მიაღწიეს.
ui ui
”უი” - ფაროსანა ხარ შენე? :D
უი
უსერიოზულესი სტატიააა თუ რეპორტაჟი, უუსერიოზულესი!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?