ყველაზე საშიში ატრაქციონი “სიკვდილის გალია” - ტურისტები სტუმრად ხუთმეტრიან ნიანგთან (+ფოტო)
ყველაზე საშიში ატრაქციონი “სიკვდილის გალია” - ტურისტები სტუმრად ხუთმეტრიან ნიანგთან (+ფოტო)
ატრაქციონი “ადრენალინის ნარკომანებისთვის” - ტურისტები წყალქვეშ 5-მეტრიან ნიანგს სტუმრობენ.
მათი გალია გამჭვირვალე მასალისგანაა. ადამიანი გიგანტური რეპტილიისგან სულ ორიოდე სანტიმეტრითაა დაშორებული.

“სიკვდილის გალია” - ერთადერთი ატრაქციონი ავსტრალიაში, როდესაც ტურისტები 15 წუთის მანძილზე ჩადიან წყალში მსოფლიოში უდიდესი რეპტილიის სანახავად.

ატრაქციონი ჯერ კიდევ ჩაყვინთვამდე იწყება, როდესაც სტუმრები ქვემოთ, წყალში უზარმაზარ ნიანგს ხედავენ. ტურისტებს უშვებენ წყალში, იქ კი მათ გარშემო გიგანტური რეპტილია დაცურავს და საშიშად აკრაჭუნებს კბილებს.

“ეს ძალიან მაგარია", - ამბობს გერმანელი ტურისტი ქალბატონი ნელი უინტერსი, - "არ ველოდი, რომ ამდენად შთამბეჭდავი იქნებოდა.
საშიში იყო, მაგრამ მოხიბლული დავრჩი. სულ მეგონა, რომ ის ჩემს შეჭმას აპირებდა. შენ ნიანგთან ახლოს
ხარ და ხან გავიწყდება, რომ გალია გიცავს”.

ატრაქციონის ფასი დაახლოებით 170 დოლარია.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?