რვაფეხების წყალქვეშა ქალაქები
რვაფეხების წყალქვეშა ქალაქები
რვაფეხები, როგორც წესი, ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრობენ. თუმცა, ჯერვისის ყურეში, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისინი ქალაქებად ერთიანდებიან.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა რვაფეხები, რომლებიც არა მხოლოდ ახლო-ახლოს სახლობენ, არამედ ერთმანეთთან დამყარებული აქვთ მჭიდრო სოციალური კავშირები, რაც რვაფეხებისთვის ძალიან უჩვეულოა. მათი დიდი უმრავლესობა დამოუკიდევბლად ცხოვრობს და მხოლოდ გამრავლების დროს ხვდება ერთმანეთს. მაგრამ ავსტრალიაში, უცნობი მიზეზების გამო, მათ სხვა გზა აირჩიეს.

Zooclub

200 წელს ჯერვისის ყურის აკვატორიაში იპოვეს რვაფეხების დასახლება, რომელსაც მეცნიერებმა Octopolis-ი - “რვაფეხების ქალაქი” უწოდეს. აქ ერთმანეთთან წარმატებით ურთიერთობდა 16 რვაფეხა Octopus tetricus-ი. ისინი
დაგროვებული ნიჟარების სოროში ცხოვრობდნენ.

Zooclub

ჟურნალ "Marine and Freshwater Behaviour and Physiology"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ
თავისი ქცევით ეს მოლუსკები ხერხემლიანებს გვანან. ისინი ქმნიან მყარ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და იმიტომ ერთიანდებიან, რომ უცხო გააგდონ, იცავენ დედლებს, რომლებიც კვერცხებს დებენ და მეზობლების შედარებით მომხიბლავ სახლებსაც კი იტაცებენ.

Zooclub

მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ რატომ ცხოვრობენ ისინი ერთად, რატომ სწორედ აქ. შესაძლებელია, ამ აკვატორიაში მათთვის ჭარბადაა საკვები, სხვა მხრივ კი, ცხოველების ასე ერთ ადგილას შეკრება მათი ბუნებრივი მტრებისთვის ხელსაყრელია. ნებისმიერ შემთხვევაში რვაფეხებზე თვალყურის დევნებაა საჭირო: ორი “ქალაქის” არსებობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ასეთივე დასახლებები პლანეტის სხვა ადგილებშიც არსებობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?