სიკვდილის ნაკადი: შხეფია თევზი, რომელსაც თავისი მსხვერპლის დაზიანება წყლის 5-მეტრიანი ნაკადით შეუძლია (+ვიდეო)
ინდოეთის, ავსტრალიისა და პოლინეზიის მტკნარი წყლის წყალსაცავებში ბინადარი შხეფია თევზები (Toxotes) ნადირობის საკმაოდ უჩვეულო ხერხით გამოირჩევიან. მსხვერპლს, რომელიც შეიძლება იყოს კალია, პეპელა, ჭრიჭინა, ან სხვა მწერი, ისინი წყლის დამიზნებული ნაკადით აგდებენ.

ნადირობის წინ თევზი ტოტის ან ბალახის ქვემოთ მიცურდება, რაზეც მწერი ზის და წყლის ზედაპირზე შეშდება. შემდეგ მკვეთრი მოძრაობით უშვებს მისკენ წყალს 2-5 მეტრი სიგრძის ნაკადით. ამასთან, წყლის გაშვების სიძლიერე მსხვერპლის ზომაზეა დამოკიდებული.

Zooclub

ხანდახან ისინი წყლიდან ამოდიან და მსხვერპლს პირით იტაცებენ. მაგრამ ხშირად ისინი წყალში ჩავარდნილი მწერებით იკვებებიან, როგორც სხვა
თევზები. ნადირობას კი მხოლოდ მაშინ
იწყებენ, თუკი საკვები შემოაკლდებათ.

საინტერესოა, რომ წყლის ნაკადის დახმარებით, თევზები იწყებენ ნადირობას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიგრძით 2.5 სმ-ს აღწევენ. ამ დროს მათი მიზანი ჯერ კიდევ არ არის ზუსტი, ამიტომ ისინი თავის ოსტატობას ხვეწავენ თავისებურ ”სკოლებში”, სადაც სხვა ახალგაზრდა შხეფია თევზებთან ერთად ნადირობენ.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?