ქალთევზა - მითი თუ რეალობა?! (+ვიდეო)
ქალთევზას შესახებ ბევრი გვსმენია - ზოგს უჩნდება კითხვა, მართლა არსებობსის, თუ არა!

თუ ამ საკითხს ოდნავ ზღაპრულად მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ მართალია და ისინი ნამდვილად არსებობენ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენი ბუნება ჯერ სრულად არ არის შესწავლილი!

ახლა 21-ე საუკუნეა, თითქოს სამყარო ბოლომდეა გამოკვლეული, ყველა აღმოჩენა გაკეთებულია, მაგრამ სინამდვილეში მეცნიერები უფრო მეტ უიშვიათეს აღმოჩენებს აკეთებენ.

ეს განსაკუთრებით ოკეანეებს ეხება, რადგან თუ დავაკვირდებით მათი მხოლოდ 8%-ია გამოკვლეული და 92% კი გამოცანადაა დარჩენილი. იქ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი იყოს.

ქალთევზა - ნახევრად ქალი და ნახევრად
თევზი. ფეხების მაგივრად დელფინის კუდი (ქალთევზა არ არის ქერცლით დაფარული) აქვს, დანარჩენით კი ის არაფრით
განსხვავდება ადამიანისგან, ამასთან, როდესაც ქალთევზა ხმელეთზე გამოდის, მისი კუდი შრება და ადამიანის ფეხებად იქცევა. თავად სიტყვა ”ქალთევზა” თეთრს, სუფთას ნიშნავს.

ქალთევზას ძალიან მკრთალი, ფაქტობრივად თეთრი კანი და ძალიან გრძელი მოთეთრო-მომწვანო თმა აქვს. თმას ისინი ნაპირას, ღამით, მთვარის შუქზე ივარცხნიან. საერთოდ ქალთევზა მეტწილად სწორედ ღამის არსებაა და მათი ნახვა დღისით პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასევე, ქალთევზები ადამიანებისგან გამოირჩევიან არაპროპორციულად გრძელი ხელებით.

ქალთევზები, ადამიანებისთვის უფრო ძნელად მისადგომ ადგილებში, სხვადასხვა წყალსატევში: ტბებში, მდინარეებში, ღელეებსა და ზღვებშიც კი ბინადრობენ.

ეს იყო სრულიად სხვანაირი, ზღაპრული შეხედულება...

ჩვენ ამ ყველაფერს უბრალოდ ან დავიჯერებთ ან არა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?