ვეშაპი დელფინებთან ერთად თამაშობს (+ვიდეო)
სამხრეთ ავსტრალიის ფოტოგრაფი უცნაური სცენის მომსწრე გახდა: ვეშაპი და დელფინი დროს ერთად ატარებდნენ. ისინი ხალისით ეთამაშებოდნენ ტალღებს და მხიარულად უბიძგებდნენ ერთმანეთს.

ავსტრალიელი ფოტოგრაფი ჯეიმენ ჰადსონი ადგილობრივ ბუნებას და მის საოცარ ბინადრებს ფოტოებს უღებს. სულ ახლახანს კამერის ობიექტივში მოხვდა ვეშპი, რომელიც დელფინებთან ერთად დაცურავდა.

ვეშაპები (лат. Eubalaena australis) ავსტრალიის ნაპირებდან მოდიან, ისინი ანტარქტიკიდან 1600 კმ-ზე მეტ მანძილს ლახავენ. ჯეიმენის თქმით, მას არც თუ იშვიათად უნახავს ვეშაპები და დელფინები ერთად, მაგრამ ამ შემთხვევამდე მათი გადაღება ვერც ერთხელ მოასწრო.

ავტორმა თავის ვიდეორგოლს “სიმშვიდე” დაარქვა.
ამ დასახელებაში იგულისხმობდა, რომ ცხოველები უშფოთველად ატარებენ დროს და თავად ეს სანახაობა ამშვიდებს. ვიდეოს შეფასებისას
ექსპერტები ფოტოგრაფის დასკვნებს დაეთანხმნენ - ვეშაპი ნამდვილად ეთამაშება დელფინებს და ისინი მას თამაშით პასუხობენ. ასეთი ქმედება უნიკალური არაა, მაგრამ არც თუ ხშირად გვხვდება.

ეს ბუნების სიმშვიდეა...

დატკბით საოცარი სანახაობით...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?