რატომ ვერ სუნთქავენ თევზები ჰაერით?
რატომ ვერ სუნთქავენ თევზები ჰაერით?
ერთი კუბური მეტრი ჰაერი ბევრად მეტ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ერთი კუბური მეტრი წყალი.  ამიტომ თევზებს იმისთვის, რომ ჟანგბადი გამოყონ წყლიდან, ლაყუჩებით წყლის უზარმაზარი რაოდენობის გატარება უწევთ. მაგალითად, ზვიგენებისთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა, რადგან მათ შედარებით არასრულფასოვან ლაყუჩებს შეუჩერებლივ უნდა ეხებოდეს და ამოძრავებდეს წყალი.

თითქოს უფრო ადვილი იქნებოდა, რომ წყლის “მოსახლეობას” დროდადრო ამოეყვინთა ზედაპირზე და ესუნთქა ჰაერით, რომელიც ბევრად მეტ ჟანგბადს შეიცავს. მაგრამ ასე არ ყოფილა. ჰაერში თევზის ლაყუჩების ნაოჭები იხურება და შრება და ზედაპირის მოცულობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აუცილებელი
ჟანგბადი აითვისოს.

მხოლოდ იშვიათი სახეობის, ე.წ. “ორმაგსუნთქვიან” თევზს შეუძლია ატმოსფერული ჰაერის მოხმარება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?