მედუზები ”ძილის თეატრის” ავანსცენაზე (+ვიდეო)
მედუზები ”ძილის თეატრის” ავანსცენაზე (+ვიდეო)
იაპონური ქალაქი ცურუოკა (იამაგატას პრეფექტურაში) ცნობილია მსოფლიოში მედუზების უდიდესი კოლექციით, რომელიც გინესის წიგნშიც კი შესულია.
ქალაქის აკვარიუმში ”კამო” 60 სახეობამდე მედუზა ცხოვრობს. დედამიწაზე სულ 3 000 სახეობაა.

ყოველ წელს ზღვის სიღრმის მაგიური ბინადრების სანახავად ცურუოკიში ორ მილიონამდე ადამიანი ჩადის. აკვარიუმის დამთვალიერებლებს მედუზების კვების ყურება და არა შხამიანი სახეობების ხელით შეხებაც შეუძლიათ. 

"ეს სიზმარივით არის! არასოდეს მინახავს მსგავსი რამ! თითქოს ნეონურუ ნათების ცენტრში ხარ”, - ამბობს 63 წლის იაპონელი ტურისტი.

ლორენ როზეაკოსტას (აშშ ტურისტი) თქმით, ისინი უზომოდ ლამაზები არიან. ”ჩემი შეგრძნებით, ისინი
თითქოს ცეკვავენ, ოღონდ ჰაერის ნაცვლად იქ წყალია”.

”კამოს” აკვარიუმში დროს მხოლოდ გართობას არ უთმობენ. აქ
ყოველ კვირა ტარდება სემინარები და ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა მედუზების გამრავლება და ამა თუ იმ სახეობის კვების განსაკუთრებულობა.

1997 წელს შექმნილი კოლექცია ისევ და ისევ ივსება.

”ჩვენს კოლექციაში დღეს წარმოდგენილია მედუზას ყველა მეტნაკლებად გავრცელებული სახეობა", - ხსნის აკვარიუმის დირექტორი კაძუია ოკუიძუმი, - "ჩვენი შემდეგი ამოცანა იქნება ღრმა წყლის სახეობების ძიება და მოშენება, რომელთა მოვლა უკიდურესად რთულია”.

დამთვალიერებლები აღიარებენ, რომ მედუზების ჰაეროვანი მოძრაობა მათზე დადებით გავლენას ახდენს, მოდუნებას იწვევს. ალბათ ამის გამო თანამშრომლები აკვარიუმს ”ძილის თეატრს” უწოდებენ. ’

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?