ზღვის ლომი პატარა გოგონას კაბაზე სწვდა და წყალში ჩაითრია… (+ვიდეო)
ზღვის ლომი პატარა გოგონას კაბაზე სწვდა და წყალში ჩაითრია… (+ვიდეო)
ქალაქ რიჩმონდში (კანადა) ზღვის ლომმა გოგონას კაბაზე პირი სტაცა და წყალში ჩაითრია. ინციდენტის ჩანაწერი "Youtube"-ზე 20 მაისს გამოქვეყნდა.

როგორც ვიდეოზე გაკეთბულ წარწერაში ჩანს, ბავშვი ნათესავებმა და იქვე მდგომმა ხალხმა გადაარჩნა. ის არ დაზიანებულა.

CBC News-ის ცნობით, ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ ის ხშირად ხედავს ზღვის ლომებს ამ ადგილას, მაგრამ არასოდეს მსგავსის მომსწრე არ გამხდარა. მან დაამატა, რომ სწორედ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხოველს ნავმისადგომზე შეკრებილი ადამიანები აჭმევდნენ.

ენდრიუ ტრაიტსის (ზღვის ძუძუმწოვრების კვლევითი ცენტრის დირექტორი) თქმით, ვიდეოს ყურების შემდეგ პირველი, რაც გაიფიქრა
იყო ის, თუ რა სულელია ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ველურ ბუნებას საკადრისი პატივისცემით არ ექცევა. “ეს
კალიფორნიული ხვადი ზღვის ლომი იყო, ისინი უზარმაზარი ზომისანი არიან, ისინი არ არიან ცირკის მსახიობები და არც ადამიანებთან მოქცევა იციან”, - დაამატა მან.

ტრაისტი თვლის, რომ როდესაც გოგონა მობრუნდა და წყალთან ჩამოჯდა, ცხოველს მხედველობაში მისი კაბის ნაგლეჯი მოხვდა. ზღვის ლომმა ის საკვებად აღიქვა, ამიტომაც სტაცა პირი. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეს ვიდეო ადამიანებს ასწავლის იმას, რომ არ უნდა კვებონ ველური ცხოველები.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?