დაუჯერებელი იყო... ის კოსმოსურ ხომალდს გავდა… (+ვიდეო)
დაუჯერებელი იყო... ის კოსმოსურ ხომალდს გავდა… (+ვიდეო)
ამერიკელმა მეცნიერებმა სამოაში იპოვეს მედუზა, რომელიც ფანტასტიკურ კოსმოსურ ხომალს გავს.

"Live Science"-ის ცობით, გადაღებას წყნარი ოკეანის სამხრეთით აწარმოებდნენ, დაახლოებით 3000 მეტრ სიღრმეზე. უცნაური მედუზა დისტანციურად მართვადმა წყალქვეშა აპარატმა ROV-მა გადაიღო. ეს არსება წყალქვეშა მთის გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს.

NOAA-ს ზოოლოგის, ალენა კოლინზის სიტყვებით, თავდაპირველად აღმოჩენილი Benthocodon hyalinus-ის სახეობას მიამსგავსეს, მაგრამ შემდეგმა შესწავლამ აჩვენა, რომ მედუზა შეიძლება ადრე უცნობ სახეობას წარმოადგენდეს.

მომავალში აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა, გენეტიკური ანალიზის ჩათვლით. მეცნიერების განკარგულებაში კი მხოლოდ ვიდეოჩანაწერია.

“მედუზას აქვს ორმაგი საცეცები, რომელთაგან ერთი რიგი მაღლაა მიმართული,
მეორე კი ქვემოთ, - ამბობს ბიოლოგი მაიკლ ფორდი, - "ვთვლით, რომ საცეცების ასეთი მდგომარეობა დიდ
სიღრმეში გადაადგილებისა და კვებისთვის ოპტიმალურია. საცეცების წყობა კარგად ჩანს, როდესაც ეს არსება მოდუნებულია”.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?